11 მარტს მიუზიკლი, სახელწოდებით „დავითი“, ამერიკაში, პენსილვანიის შტატში მდებარე თეატრში „Sight & Sound“ გაიმართება. პირველი წარმოდგენიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება დევნილ უკრაინელთა დახმარებას.
მიუზიკლი, რომელზეც 4 წელი მუშაობდნენ, ბიბლიური მეფე დავითის ისტორიაზეა დაფუძნებული, რომელიც ამარცხებს გოლიათს და შემდეგ ისრაელის მეფე ხდება.
„ამ მიუზიკლის მეშვეობით, ჩვენ გვსურს, ხალხმა გააცნობიეროს, რომ როგორც დავითს ჰყავდა ღმერთი კეთილ მწყემსად, რომელიც მასთან იყო ყველა ტრიუმფსა და მარცხში, ჩვენც შეგვიძლია – უფალი ვაღიაროთ ჩვენს კეთილ მწყემსად ჩვენს ცხოვრებაში.“ – ამბობს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი კეიტ მილერი.
მასშტაბური მიუზიკლი, რომელსაც ბევრი მონაწილე ჰყავს, სავსე იქნება სპეცეფექტებითა და შესანიშნავი დეკორაციებით, რომელიც დავითის დროში გადაგიყვანთ.