ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ბოლო 38 საათში ისრაელის მიმართულებით 1050-ზე მეტი რაკეტა და ჭურვი ისროლეს

by ნატალია ჩიქოვანი 12 მაისი, 2021
12 მაისი, 2021 540 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბოლო 38 საათში ისრაელის მიმართულებით ღაზის სექტორიდან 1050-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს.

გრძელდება ისრაელის საპასუხო ცეცხლიც. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, 500-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში. 12 მაისს, დილის საჰაერო თავდასხმების შემდეგ ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორის ათობით პოლიციის სადგური და უსაფრთხოების ობიექტი გაანადგურეს. ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო ცეცხლს 32 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა და 220 დაშავდა. 5 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის მიმართულებით გაშვებულ „ჰამასის“ რაკეტებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ისინი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავენ.

პარალელურად გრძელდება შეტაკებები ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის. დემონსტრაციები იერუსალიმის გარდა, ტარდება ქალაქ ლოდშიც, სადაც დემონსტრანტებმა დაწვეს სინაგოგები და მანქანები, ისინი ებრაელთა სახლებს მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს ესვრიან.

სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა „ჰამასის“ ულტიმატუმი, დაეტოვებინათ ალ-აქსას ტერიტორია სამართალდამცველებს, არ შეასრულა. ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდაპირველად იერუსალიმის მიმართულებით 7 რაკეტა ისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გახსნა სხვა ქალაქების მიმართულებითაც. ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის კვირაზე მეტია გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები