ისლამური მთავრობის მიუხედავად, რომელიც სისტემატურად დევნის და აპატიმრებს ქრისტიანებს, აგრეთვე იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდებს ისლამურ დოქტრინაზე ზრდიან, ქრისტიანობა მაინც საგრძნობლად იზრდება ირანში.
ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეზე ქადაგება არ წყდება და უფრო მზარდი ხდება, განსაკუთრებით ისლამურ რესპუბლიკაში ‒ ირანში.
ისლამური სასულიერო პირები ქრისტიანობის წინააღმდეგ გაფრთხილებებს იძლევიან. საოჯახო ეკლესიები ხშირად ხდება სამიზნე ხელისუფლებისთვის. პიროვნების გაქრისტიანება კი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ წასვლად აღიქმება ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში. თუმცა ვერც ერთი ჩამოთვლილი მუქარა ვერ აჩერებს ქრისტიანობის გავრცელებას.
ისლამის მთავრობა დიდ ფულს გამოყოფს ისლამური ორგანიზაციების მხარდასაჭერად. თუმცა, მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები მაინც შორდებიან ისლამს, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ირანის მთავრობაში.
ქრისტიანების დაკავებისა და დევნის კიდევ ერთი ტალღა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ზოგიერთ ადამიანს პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო ზოგიერთი დიდძალი ფულით დააჯარიმეს.
ირანის ისლამურმა მთავრობამ წამოჭრა ორმხრივი გეგმა, რათა შეეჩერებინა ქრისტიანობის მზარდი გავრცელება, თუმცა მათი ვერც ერთი გეგმა ვერ განხორციელდა.
პირველი ითვალისწინებდა მილიონი დოლარის გამოყოფას ისლამური პროპაგანდისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მეორე გახლდათ მკაცრი ქმედებები იმ ქრისტიანების მიმართ, რომლებსაც ახლად ჰქონდათ შეცვლილი რწმენა. ეს ყოველივე კი მიმართული იყო იმისკენ, რომ შიში ჩაენერგათ საზოგადოებაში.
გამომცემლობებს, რომლებიც ქრისტიანული მასალების გავრცელებასთან იყვნენ კავშირში, შეზღუდვები დაუწესდათ. ქრისტიანული წიგნებისა და მასალების გავრცელება კი სავაჭრო ცენტრებში აიკრძალა.
თუმცა საყურადღებო ისაა, რომ როგორც არ უნდა ეცადოს მთავრობა, ქრისტიანობის გავრცელება ირანში არ წყდება.