ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: „გმადლობთ და მშვიდობით, ღმერთმა დაგლოცოთ!“

by ნატალია ჩიქოვანი 20 იანვარი, 2021
20 იანვარი, 2021 332 ნახვა

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. თქვენი პრეზიდენტობა აღუწერელი პატივია. გმადლობთ ამ არაჩვეულებრივი პრივილეგიისთვის.“ – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის ბოლო მიმართვაში განაცხადა პრეზიდენტის რანგში.

მისი თქმით, ახალ ადმინისტრაციას წარმატებებსა და იღბალს უსურვებს. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტობის გზის გავლაში დაეხმარნენ, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის ოჯახს, გენშტაბის უფროსს, მარკ შედოუს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს. ტრამპმა კაპიტოლიუმში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გმობს ძალადობას. მისი თქმით, ახლა ამერიკელ ხალხს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ერთიანობა.

„45-ე პრეზიდენტის ვადის დასრულებისას მე ვდგავარ თქვენ წინაშე ჭეშმარიტად ამაყი იმით, თუ რას მივაღწიეთ ერთად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რისთვისაც მოვედით და გაცილებით უფრო მეტიც. ჩვენ ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაციას ვატარებთ და ვლოცულობთ, წარმატებით შეინარჩუნონ ამერიკის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. ჩვენ მათ საუკეთესოს ვუსურვებთ და ასევე გვსურს, იღბალი ჰქონდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა… ყველა ამერიკელი შეაძრწუნა კაპიტოლიუმზე განხორციელებულმა თავდასხმამ. პოლიტიკური ძალადობა არის თავდასხმა ყველაფერზე, რასაც ჩვენ, როგორც ამერიკელები ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. ახლა, როგორც არასდროს, უნდა გავერთიანდეთ საერთო ღირებულებების გარშემო და დავდგეთ პირად სიბრაზეზე მაღლა და გამოვჭედოთ ჩვენი საერთო ხვედრი.“ – აცხადებს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში შესაძლებელი გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის რეკორდულად მცირე დროში შექმნა.

„სხვა ადმინისტრაციას 3, 4, 5 ან შესაძლოა, 10-მდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ.“ – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ყველაზე დიდ მიღწევად მან ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.

„განსაკუთრებით მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.“ – აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მოძრაობა, რომელიც მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო, მხოლოდ დასაწყისია და იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება.

„მე ვიბრძოდი თქვენთვის, მე ვიბრძოდი თქვენი ოჯახისთვის, მე ვიბრძოდი ჩვენი ქვეყნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მე ვიბრძოდი ამერიკისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ის მხარს უჭერს: ეს არის უსაფრთხოება, ძლიერება, სიამაყე და თავისუფლება. მოძრაობა, რომელიც დავიწყეთ, მხოლოდ დასაწყისია. აქამდე მსგავსი არასდროს ყოფილა. იმის რწმენა, რომ ქვეყანა უნდა ემსახუროს თავის მოქალაქეებს, არ გაქრება, არამედ ყოველდღიურად მხოლოდ გაძლიერდება. ვიდრე ამერიკელი ხალხი გულით ატარებს ქვეყნისადმი ღრმა და ერთგულ სიყვარულს, ამ ერისთვის მიუღწეველი არაფერია. გმადლობთ და მშვიდობით. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები.“ – თქვა მან თავისი სიტყვის დასასრულს.

შეგახსენებთ, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს გაიმართება.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები