ეგვიპტის უდაბნოში V საუკუნის ქრისტიანული მონასტრის ნანგრევები აღმოაჩინეს. უძველესი ეკლესიის ნანგრევებს ფრანგმა და ნორვეგიელმა არქეოლოგებმა მიაკვლიეს.
სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები და ბერების კელიები მეხუთე საუკუნეს მიეკუთვნება. აღმოჩენილია ბაზალტის ნაგებობები, ზოგიერთი შენობა კლდეშია გამოკვეთილი ან აგებულია თავისებური აგურით. ეკლესიების კედლებზე შემონახულია კოპტური წარწერები. ეს აღმოჩენა იძლევა წარმოდგენას ეგვიპტეში, ადრეულ საუკუნეებში ქრისტიანების მონაზვნური ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, კლდეში ნაკვეთი 19 ნაგებობაა აღმოჩენილი. კედლებზე გამოსახულია რელიგიური წარწერები და ბერძნულენოვანი ბიბლიიდან ამოღებული ციტატები, რომლებიც მეხუთე საუკუნეს მიეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ კაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე უდაბნოს ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა IV-VIII საუკუნეებში დასახლდა.