ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ეგვიპტე: კოპტი ქრისტიანის მკვლელობაში დამნაშავეები დახოცილები არიან

by ნინო ხუროშვილი 22 აპრილი, 2021
22 აპრილი, 2021 399 ნახვა

კვირას, 18 აპრილს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახული იყო ისლამური სახელმწიფოს მიერ 62 წლის ეგვიპტელი კოპტი ქრისტიანის, ნაბილ ელ-ჰაბაშ სალამას სიკვდილით დასჯა. სალამას გვარი ერთ-ერთი უძველესი კოპტი ოჯახია ბირ ალ-აბდში. ნაბილ ჰაბიშის ვაჟის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული მამამისი ქალაქში წმ. მარიამის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილის გამო.

ნაბილ ჰაბაში სამი თვის განმავლობაში ჰყავდათ გატაცებული ხსენებული სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენლებს და 18 აპრილს თავში გასროლით მოკლეს. მკვლელობის ამსახველ ვიდეოში ტერორისტები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ყურანი მოითხოვს ქრისტიანების დამცირებას. ისინი ეგვიპტელ ქრისტიანებს აფრთხილებდნენ, რომ ჯარის იმედი არ ჰქონოდათ და „განდგომილებს“ უწოდებდნენ მათ, ვინც ჯარს უჭერდა მხარს.

19 აპრილს ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ნაბილ ჰაბაშის მკვლელობაში დამნაშავე სამი ტერორისტის დახოცვის შესახებ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია ტერორისტების ადგილსამყოფელის შესახებ. ჯგუფი გეგმავდა კოპტი ქრისტიანების ქონებაზე, სამლოცველოებსა და პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმას. ეგვიპტის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს ტერორისტების სამალავს. ორმხრივი სროლის შედეგად ერთ-ერთი ტერორისტის ასაფეთქებელი ქამარი აფეთქდა, რამაც სამივე ტერორისტის სიკვდილი გამოიწვია.

ეგვიპტის კოპტურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომლის მეთაურიც პატრიარქი თეოდორე მეორეა, გლოვა გამოაცხადა ნაბილ ჰაბაშის მოწამეობრივი სიკვდილის გამო და ასევე მოიხსენია შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის წარმომადგენლები, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ტერორისტებთან ბრძოლაში.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები