ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ევროპაში ქრისტიანთა სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა

by ნინო ხუროშვილი 21 დეკემბერი, 2021
21 დეკემბერი, 2021 138 ნახვა

ვენაში არსებული ადამიანთა უფლებადამცველი ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანობის მიმართ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვმა ევროპაში 70%-ით იმატა 2019-2020 წლებში. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროპაში შეშფოთებას გამოთქვამენ რელიგიური თავისუფლების მზარდი შეზღუდვის გამო.  

ევროპაში ქრისტიანთა მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციაზე დაკვირვების ორგანიზაციის (OIDAC) მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ აისახა რელიგიური თავისუფლების, სინდისის თავისუფლებისა და მშობლების უფლებების თანდათანობით შეზღუდვა ევროპელ ქრისტიანთა უფლებებსა და თავისუფლებაზე.

დოკუმენტში ხაზგასმულია მთავრობის მხრიდან ქრისტიანების მიმართ „მზარდი შეუწყნარებლობა და დისკრიმინაცია“ კანონმდებლობისა და პოლიტიკოსთა გამოსვლების მეშვეობით. გარდა ამისა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ცალკეული პირების მიერ გამოხატულ შეუწყნარებლობაზე, რაც „სოციალურ მიუღებლობასა და დანაშაულებრივ ქმედებებში“ ვლინდება.  

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში შემავალმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების დამცველმა ოფისმა ნოემბერში გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ქრისტიანობის მიმართ სიძულვილის მოტივით 981 დანაშაული მოხდა ევროპაში 2020 წელს, 2019 წელს კი – 578.

ორგანიზაციის ანგარიში ეყრდნობა ევროპის ხუთ ქვეყანაში – ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში – მოპოვებულ მონაცემებს.

„ეს ქვეყნები შეირჩა იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტ სირთულეს სწორედ აქ ხვდებიან ქრისტიანები.“ – ნათქვამია ანგარიშში.

გერმანიაში, დანაშაულებრივი ქმედებანი, ძირითადად, პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიებისადმია მიმართული. ამაში იგულისხმება ვანდალიზმი, საკუთრების დაზიანება, კედლების მოხატვა… ყოფილა ასევე სასულიერო პირებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტებიც. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ქრისტიანთა დევნა ყველაზე ხშირად აქ „სიძულვილის ენით“ გამოიხატება.

„შვედეთში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს რელიგიურ გამონაკლისს (ადამიანის რელიგიური მრწამსის გათვალისწინებას ამა თუ იმ საკითხში), რაც უარყოფით გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ქრისტიანთა პროფესიულ საქმიანობაზე. შესაძლოა, მალე იგივე კანონი ესპანეთსა და საფრანგეთშიც მიიღონ; რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ქრისტიანთა გამორიცხვას ზოგიერთი პროფესიული საქმიანობის სფეროდან.“ – გვაფრთხილებს ორგანიზაცია OIDAC.  


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ჩარლზ სპერჯენი – ციტატები

    28 ივლისი, 2025
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები