ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ერდოღანი: „ყველაფერს გავაკეთებთ პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ტერორის შესაჩერებლად“

by ნატალია ჩიქოვანი 11 მაისი, 2021
11 მაისი, 2021 791 ნახვა

ისრაელში განვითრებულ მოვლენებთნ დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელ ისმაილ ხანიას შორის სატელეფონო საუბრები შედგა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს მთელი მსოფლიოს, განსაკუთრებით კი ისლამური სამყაროს მობილიზებისთვის პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ტერორის შესაჩერებლად. მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის დარჩება პალესტინის მომხრედ, იდგება პალესტინელი ძმების გვერდით და დაიცავს იერუსალიმის ღირსებას.

თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე იორდანიის მეფე აბდულას და კუვეიტის ემირ შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-საბაჰსაც ესაუბრა. მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერდოღანმა მეფე აბდულას განუცხადა, რომ პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური თავდასხმების სამიზნე ყველა მუსლიმანია და თურქეთმა და იორდანიამ მათ შესაჩერებლად ერთად უნდა იმოქმედონ.

ანკარაში ისრაელის საელჩოს და სტამბულში ისრაელის საკონსულოს შენობებთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა და პალესტინელების მიმართ ისრაელის ქმედებები გააპროტესტა. აქციების მონაწილეებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ და სკანდირებდნენ: „თურქი ჯარისკაცები ღაზაში“, „ძირს ისრაელი, ძირს ამერიკა.“

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება ებრაელებსა და პალესტინელებს შორის თითქმის ერთი კვირაა გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. არეულობა იერუსალიმში ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ დაგეგმილი სხდომის წინ დაიწყო, რომელზეც შეიხ ჯარას რაიონიდან 70 პალესტინელი ოჯახის გასახლების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ისრაელის გენერალური პროკურორის მოთხოვნით, სხდომა 30 დღით გადაიდო.

ალ-აქსას მეჩეთში, სადაც ათასობით პალესტინელი შეიკრიბა, მათ ისრაელის საწინააღმდეგო ფრაზების სკანდირება დაიწყეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ პოლიციასთან მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორიდან დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 200 რაკეტა ისროლა, რასაც ისრაელმა ცეცხლითვე უპასუხა.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები