თანამდებობის დატოვებამდე აშშ-ის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 იანვარი რელიგიის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ბრძანებულებაში ის შეახსენებდა ამერიკელებს ქვეყნის ღრმა რელიგიური ფესვების შესახებ, რომლებიც პილიგრიმების მიერ „რელიგიის თავისუფლების ძიებითა“ და შემდეგ უკვე დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელის მოწერით დაიწყო.
„ჩვენ ბოლო მოვუღეთ მცდარ პოლიტიკას, რომელიც განათლების დაფინანსებაზე შეზღუდვას უწესებდა ისტორიულად შავკანიანთათვის განკუთვნილ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს მათი რელიგიური ხასიათის გამო და რომელიც უარს ეუბნებოდა პატიებაზე მათ, ვინც რელიგიურ ორგანიზაციებში საჯარო ღვთისმსახურებებს აღასრულებენ.“ – ნათქვამია ბრძანებულებაში.
„რელიგიის თავისუფლების დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის დამაარსებელი მამების ხედვას, რადგან ერი ძლიერი და მართალი გახდა იმ ადამიანთა ძალისხმევის შედეგად, რომლებიც თავისუფალნი იყვნენ რწმენასა და სინდისში.“ – განაცხადა ტრამპმა.