ადგილობრივების ცნობით, 25 წლის ქრისტიანი ქალი უცნობმა პირებმა მოკლეს ინდოეთის შტატ ჯარხანდში. მკვლელობა მოხდა 19 ივლისის ღამით, სოფელ რედჰადიში, ხუნტის რეგიონში.
ახალგაზრდა ქალის, სუმენ მანდეინის ოჯახი ამბობს, რომ მათ სუმენი სახლში რომ ვერ ნახეს, ძებნა დაუწყეს და სახლთან ახლოს მოკლული იპოვეს. ადგილობრივი ხუცესის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა ამჯობინა, სუმენი 6 წლის წინ გახდა ქრისტიანი და მას შემდეგ რადიკალი ინდუისტი ნაციონალისტები გამუდმებით ემუქრებოდნენ. „ვფიქრობ, ეს ფანატიკოსი ინდუისტების ნამოქმედარია“, უთხრა ხუცესმა ორგანიზაციას International Christian Concern (ICC).
გასული ორი თვის განმავლობაში უკვე მეხუთე ქრისტიანი მოკლეს ინდოეთში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოთხი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და იკითხება პოლიციის განყოფილებაში.