კვირას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის ელჩმა ისრაელში დევიდ ფრიდმანმა, აღნიშნეს ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების სამი წლის იუბილე.
„პრეზიდენტო ტრამპ, ზუსტად სამი წლის წინ თქვენ აღმოჩნდით პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელმაც ცნო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თქვენ აღიარეთ ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე. აღიარეთ ისრაელის ლეგიტიმური უფლებები იუდეასა და სამარიაში. შესთავაზეთ რეალისტური სამშვიდობო გეგმა, რომელიც აღიარებს ამ უფლებებს და ინარჩუნებს ისრაელის თავდაცვით შესაძლებლობას. თქვენ გააფორმეთ აბრაამის ისტორიული შეთანხმებები, რომელიც მშვიდობის ახალ პერიოდს შეუდგა, ეს სრულიად ცვლის ახლო აღმოსავლეთის სახეს ჩვენ თვალწინ. ხოლო თქვენმა ბირთვულმა შეთანხმებამ ირანთან, დააწესა სანქციები და მოიშორა მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტი, ყასემ სოლეიმანი.“ – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
ცერემონიის ფარგლებში, ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის დეკლარაცია განთავსებული იქნება პრეზიდენტ ტრუმენის დეკლარაციის გვერდით, რომელიც აღიარებს ისრაელს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას.
ტრამპის ადმინისტრაციის თანახმად, ათწლეულების განმავლობაში არასტაბილურობისა და კრიზისის შემდეგ, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ერები სულ უფრო ხშირად თანამშრომლობენ უფრო მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის მშენებლობისთვის. თანამდებობის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრამპმა იმუშავა ნდობის აღდგენაზე ჩვენს რეგიონალურ პარტნიორებთან და მათი საერთო ინტერესების იდენტიფიცირება მოახდინა, რის შედეგადაც ჩამოაშორა წარსულის კონფლიქტები. პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა განიცდის ყველაზე სწრაფ გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციას ამ თაობაში.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, რასაც აშშ-ისა და კიდევ ბევრი ქვეყნის მხრიდან საელჩოების იერუსალიმში გადატანა მოჰყვა.