კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი დღეისათვის 393 677-ს შეადგენს, თუმცაღა ეს გაცილებით დაბალი მაჩვენებელია ამავე პერიოდში გაკეთებული აბორტების რიცხვთან შედარებით.
2020 წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოში ყოველთვიურად, საშუალოდ, 3,484,800 აბორტი კეთდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტსა და მაისს შორის პერიოდში, პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს, აბორტების რიცხვმა 10, 5 მლნ-ს მიაღწია.
კარანტინის დროს, როცა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, ეკლესიები დაკეტილი იყო, კლინიკების უმეტესობა აგრძელებდა მუშაობას ორსულობის შეწყვეტის მიმართულებით.
მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 40-50 მლნ. აბორტი კეთდება, რაც დღეში 125 ათას აბორტს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, აბორტი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია როგორც აშშ-ში, ასევე მთელ მსოფლიოში.
„ეს აბორტები არ არის უბრალოდ ორსულობის შეწყვეტა და ქსოვილის ნაწილების განადგურება. ეს არის ცოცხალი, უნიკალური ადამიანების, დაუბადებელი ბავშვების მკვლელობა, რომლებსაც ჰქონდათ საკუთარი დნმ და ალბათ უკვე გული, რომელიც ძგერდა. თავად აბორტის გამკეთებელი ექიმებიც აღიარებენ, რომ აბორტი ადამიანის მკვლელობაა.“ ‒ წერს „Lifenews“-ის ჟურნალისტი.
P. S. თითოეული სიკვდილი, იქნება ეს კორონავირუსით, აბორტით თუ სხვა მიზეზით გამოწვეული, არის დასასრული ადამიანის უნიკალური და დიდად ფასეული სიცოცხლისა, რომლის ჩანაცვლებაც შეუძლებელია. რამდენად უფრო ტრაგიკულია სიკვდილი, როცა შესაძლებელია მისი თავიდან არიდება. უამრავი ადამიანი მსხვერპლად ეწირებოდა იმისათვის, რომ სხვები კორონავირუსისგან ეხსნა… კარგი იქნებოდა, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობდეს დაუბადებელ ჩვილთა გადარჩენაზე.