არიზონის ქრისტიანული უნივერსიტეტის CRC (კულტურული კვლევის ცენტრის) კვლევის პასუხების თანახმად, ამერიკის ქრისტიანი მოსახლეობის 44%-ს მიაჩნია, რომ ბიბლია ორაზროვანია სწავლებაში აბორტთან დაკავშირებით. ამავდროულად, 34% მიიჩნევს, რომ აბორტი არსებითად მისაღებია მაშინ, როცა ის მშობელს თავიდან არიდებს მოსალოდნელ ფინანსურ და მორალურ კრიზისს.
ამასთან დაკავშირებით აპოლოგეტურ ვებგვერდ Got Questions-ზე გამოქვეყნებულია სტატია, სადაც ბიბლიის მუხლების თანახმადაა განმარტებული ბიბლიური შეხედულება აბორტთან დაკავშირებით:
იერემია 1:5: „სანამ მუცელში გამოგსახავდი, მანამდე გიცნობდი; სანამ საშოდან გამოხვიდოდი, გამოგარჩიე და წინასწარმეტყველად დაგადგინე ერებში.“
ფსალმუნი 138:13-16: „შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე. გაქებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა. არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა ჩავისახე იდუმალებაში და შევნივთდი მუცლის სიღრმეებში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არცერთი მათგანი.“
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ამერიკელ ქრისტიანთა 34% მიიჩნევს, რომ ქორწინება არ ნიშნავს მხოლოდ ერთი მამაკაცისა და ერთი ქალის დაკავშირებას. 40%-ს კი მიაჩნია, რომ ტყუილი სრულიად მისაღებია, თუ ის პირადი ინტერესებისა და ადამიანის რეპუტაციის დასაცავად ხორციელდება.
ბოლო დროს, მსგავსი კვლევები ცხადად აჩვენებს, რომ ქრისტიანთა უმრავლესობა არ იცნობს(ან არ ცნობს) ბიბლიურ თვალსაზრისს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.