ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

კუბის კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაანგრია ეკლესია და დააპატიმრა ხუცესი

by ნინო ხუროშვილი 4 ნოემბერი, 2020
4 ნოემბერი, 2020 287 ნახვა

3 ნოემბერს, ქალაქ სანტიაგო-დე-კუბის ხელისუფლებმა დაანგრიეს ეკლესია და დააპატიმრეს ხუცესი, რომელმაც სოციალური მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გაუშვა ეკლესიის ნგრევის პროცესი.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, Christian Solidarity Worldwide-ის ინფორმაციით, ეკლესიას 2015 წლიდან ემუქრებოდნენ. ორგანიზაციის განცხადებით, კუბის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეკლესიის დანგრევა ახალი სარკინიგზო ხაზის გასაყვანად გახდა საჭირო. სხვადასხვა წყაროს ცნობით კი, იმ ტერიტორიაზე ეკლესიის გარდა სხვა არცერთი შენობა არ დაუნგრევიათ.

ხუცესმა ალაინ ტოლედანომ და სხვა ეკლესიების ხუცესებმა მომხდარი „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში გაუშვეს.

ვიდეოში ასახულია, როგორ ანგრევენ ეკლესიის შენობას ბულდოზერების და ტრაქტორების მეშვეობით. ხუცესი ტოლედანო მოუწოდებდა „ფეისბუკზე“ ვიდეოს მაყურებლებს, რომ გაეზიარებინათ ვიდეო: „მათ იარაღზე მეტად ინფორმაციის ეშინიათ. გააზიარეთ ეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს ეკლესიას კუბის მთავრობა. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების თავდასხმა ღვთის ხალხზე. დაე, გაიგოს მსოფლიომ, რა ხდება აქ. გაიგოს ამ პოლიტიკური სისტემის – კომუნისტური სისტემის ნამდვილი სახის შესახებ.“ – თქვა მან.

ორგანიზაცია Christian Solidarity Worldwide-ის ცნობით, ხუცესი ტოლედანო კუბის პოლიციამ დააკავა და მასთან კომუნიკაციის უფლებას არავის აძლევენ.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სკოტ ბაუერი აცხადებს:  „ჩვენ ვგმობთ ‘ღმერთის ასამბლეის’ ეკლესიის დანგრევას. ამ ეკლესიას 2015 წლიდან ემუქრებოდა მთავრობა. ეს რელიგიური თავისუფლების უხეში ხელყოფაა. მოვუწოდებთ კუბის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ხუცესი ალაინ ტოლედანო და შეწყვიტოს მისი და მისი ოჯახის დევნა.“

შეგახსენებთ, რომ კუბა ათეისტური ქვეყანაა და ათწლეულების განმავლობაში იგი დახურულ ქვეყნად ითვლებოდა დიქტატორული რეჟიმის გამო. კუბა ფიდელ კასტროს მმართველობის პერიოდში გახდა ერთპარტიული სოციალისტური ქვეყანა. კასტრო კუბელ ხალხს თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში რეპრესიების მეშვეობით მართავდა 2008 წლამდე, შემდეგ კი მმართველობა თავის ძმას გადაულოცა, რომელიც 2018 წელს მიგელ მარიო დიას-კანელ ბერმუდესმა შეცვალა. კუბის მთავრობის დემოკრატიის ინდექსი 2016 წლის მონაცემებით ფასდება, როგორც „ავტორიტარული“. კუბის მთავრობას ხშირად ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევის ისეთ ფაქტებზე, როგორებიცაა: წამება, უკანონო პატიმრობა, უსამართლო სასამართლო.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები