Google-ის მონაცემებით, 2020 წლის მარტში ლოცვასთან დაკავშირებულ ძიებათა რიცხვმა ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც კი ყოფილა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში.
Google-ის ვებანალიზის სერვისის (Google Analytics) მონაცემები გვიჩვენებს, რომ მაჩვენებელმა იმატა მარტის დასაწყისში, მაგრამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა 11 მარტს.
ანგარიშის მიხედვით, ძიების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ვირუსით გამოწვეული პანდემიისგან.
ბოლო დროს მსოფლიოში არსებული კორონავირუსის პანდემიის გამო ინტერნეტსივრცეში ქრისტიანული საიტების ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„გუგლის“ საძიებო სისტემა მოწმობს, რომ ადამიანები ბოლო დროს ასევე ეძებენ სამყაროს აღსასრულთან, შიშთან, ავადმყოფობასთან, იმედსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ადგილებს.
ყველაზე პოპულარული ფსალმუნები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 22-ე, 26-ე და 90-ე ფსალმუნებია.
ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული ბიბლიური ადგილია ფილიპელთა 4:6-7:
„არაფერზე იდარდოთ, არამედ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.“