„ის ჩვენი დროის კლაივ ლუისია“ ‒ განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რავი ზაქარიასის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.
ვიცე-პრეზიდენტმა რავი ზაქარიასის ოჯახის წევრებს მიმართა და უთხრა, რომ მისთვის დიდი პატივია, იმყოფებოდეს უამრავ ცნობილ ლიდერთა და ამ დიდებული ადამიანის ოჯახის წევრთა შორის, რავი ზაქარიასის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამადლობელ საღამოზე.
ბიბლია ამბობს: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან“, სწორედ ესაა ჩემი ლოცვა თქვენთვის ამ რთული დღეების გადასატანად.
მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ქრისტიანობის გამორჩეულ ფიგურებზე საუბრობდა, რავი ზაქარიასი ახსენა, როგორც ფიგურა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო იესო ქრისტეს შესახებ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პრეზიდენტის ოჯახის, ჩემი ოჯახისა და მთელი ქვეყნის სახელით, მე და ჩემი მეუღლე თანაგრძნობას ვუცხადებთ რავი ზაქარიასის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა პრივილეგია ამ ღვთის კაცის და საუკეთესო ადამიანის პირადად გაცნობისა.
მეფე დავითმა, როდესაც აბნერი გარდაიცვალა, განაცხადა: ‘იცით თუ არა, რომ მხედართმთავარი და დიდებული კაცი დაეცა დღეს ისრაელში?’ რავი ზაქარიასიც ასეთი კაცი გახლდათ. როგორც აქ მყოფი უამრავი ადამიანისთვის, ჩემთვისაც რავი ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო, რომელიც უფალმა სწორ დროს სწორი სიტყვითა და სიბრძნით გამომიგზავნა. ეს მე არასოდეს დამავიწყდება. მე და ჩემი მეუღლე მისი გარდაცვალებით დიდ დანაკლისს განვიცდით და მადლობას გიხდით, რომ მოგვიწვიეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე.
ეს დიდებული კაცი ისეთ პერიოდში გარდაიცვალა, როდესაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი კარგავს საყვარელ ადამიანს, კორონავირუსის გამო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს, ჩვენ ძალიან დაგვაკლდება და მოგვენატრება რავის შთამაგონებელი სიტყვა.
ჩემი და რავის უკანასკნელი საუბრისას მას იმ ადამიანებზე უფრო შესტკიოდა გული, რომლებიც პანდემიით იტანჯებოდნენ, ვიდრე საკუთარ თავზე. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, გველოცა ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებოდნენ ამ რთულ პერიოდში.
რავი ზაქარიასის ისტორია შთაგონების წყაროდ იქცა უამრავი ადამიანისთვის. თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილი, 17 წლის ასაკში, სრულიად უიმედო მდგომარეობაში მყოფი, იღებს ბიბლიას და კითხულობს სიტყვებს, რომლებიც დღეს ეკლესიის კედელზეცაა ამოტვიფრული: „რადგან მე ცოცხალი ვარ, თქვენც იცოცხლებთ.“ მაშინაც კი, როდესაც საწოლს იყო მიჯაჭვული, მან უფალს გაუღო გულის კარი.
ესაიას წიგნში შემდეგი სიტყვები წერია: „მოგიხმე დედამიწის კუთხეებიდან და გითხარი: ‘ჩემი მსახური ხარ!’ მე აგირჩიე და არ განმიგდიხარ.“ ეს სიტყვები ნამდვილად რავის შეგვიძლია მივუსადაგოთ. დიდი ხნის წინათ ის უფალმა მოიხმო, რათა მისი მეშვეობით უამრავი ადამიანის ცხოვრება სრულიად შეეცვალა.
რავი ზაქარიასი რწმენის კაცი იყო, რომელიც ასრულებდა სიტყვას და ის ყველას ძალიან მოენატრება. ხშირად მას არ იღებდნენ საზოგადოებაში, როდესაც ქადაგებდა, თუმცა ის ყოველთვის სიბრძნით პასუხობდა სკეპტიკოსებისა და ცინიკოსების მიერ წამოჭრილ არგუმენტებს. ის არასოდეს არ ამცირებდა ასეთ ადამიანებს, რადგან იცოდა, რომ ამ შეკითხვის ავტორი ღმერთის ქმნილება იყო.
რავი ამბობდა და მე გავიმეორებ: „ყოველთვის ვეუბნები ჩემს თავს, რომ ყოველი შეკითხვის უკან დგას დაინტერესებული ადამიანი, და ამ დაინტერესებული ადამიანის უკან არის მთელი ისტორია, ტკივილი, იმედგაცრუება, რამაც ეს კითხვა გამოიწვია.“
ის ჭეშმარიტებას საუბრობდა, ის სიკეთით პასუხობდა და დიდ მზრუნველობას იჩენდა მათ მიმართ, ვინც უსმენდა.
ბილი გრემის გარდაცვალებისას რავიმ თქვა და მე გავიმეორებ: „დიდებული ხმა დავკარგეთ, თუმცა უწყება ისევ ვრცელდება.“ ეს სიტყვები დღესაც თამამად შემიძლია ვთქვა მასზე.
ბილი გრემის სახით ღმერთმა დიდებული მახარებელი გვაჩუქა, ხოლო რავი ზაქარიასის სახით ღმერთმა დიდებული ქრისტიანი აპოლოგეტი აჩუქა ჩვენს ისტორიას.
ის ჩვენი დროის კლაივ ლუისია. ყველანაირად ეძლეოდა მას მისადგომელი სკეპტიკოსებთან საუბრისას, ეხმარებოდა ადამიანებს, რწმენით დაეძლიათ სირთულენი, სავსე იყო ინტელექტით, სიმართლითა და სიყვარულით.
მაშინ, როდესაც გოლიათი ეცემა, მისი დაცემის ხმა და შედეგები შეუმჩნეველი არ რჩება. ეს მოხდა ატლანტაში, 19 მაისს, როდესაც ეს დიდებული ადამიანი, რწმენის დიდი მაგალითი, რომლის მეშვეობით უამრავი ადამიანი იკურთხა, ჩვენ გვერდით აღარ იყო.
ჩვენ გვჯერა, რომ იესო ცოცხალია და შესაბამისად, ჩვენი დიდი მეგობარი, რავი ზაქარიასიც ცოცხალია მასთან ერთად.
რავიმ კეთილი ღვაწლით იღვაწა, განვლო სარბიელი, რწმენა შეინარჩუნა და ახლა ვიცით, რომ თავისი გვირგვინით, რომელიც უფალმა მოუმზადა, ზეცაშია.
კურთხევა იყოს რავის ოჯახის წევრებზე, რომლებიც დიდ დანაკლისს განიცდიან მისი დაკარგვით. დაე, უფალმა გვიბოძოს მადლი, რათა თავმდაბლური გულები შევინარჩუნოთ იმ ადამიანის პატივისცემისთვის, რომელმაც უკვე მოისმინა სიტყვები: „კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ.“
მადლობას გიხდით, რავი, ვიდრე კიდევ ერთხელ შევხვდებოდეთ, დაე, უფალმა გატაროს თავის ხელის გულებზე. იყავი კურთხეული!
ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.