ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

მაიკ პენსი უკრაინის საზღვართან ჩავიდა ლტოლვილების გასამხნევებლად

by ნატალია ჩიქოვანი 11 მარტი, 2022
11 მარტი, 2022 178 ნახვა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად გაემგზავრა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, სადაც საერთაშორისო ქრისტიანული ორგანიზაცია „სამარიტელის ქისის“ თანამშრომლები მუშაობენ დევნილთა დასახმარებლად.

ხუთშაბათს, 10 მარტს მაიკ პენსი და მისი მეუღლე კარენ პენსი უკრაინის საზღვართან შეხვდნენ „სამარიტელის ქისის“ ლიდერებს. შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია საზღვართან ახლოს საველე ჰოსპიტლებს აგებს დაჭრილთა სამკურნალოდ.

„მე და კარენი, ედუარდ გრემთან ერთად ვეწვიეთ უკრაინის საზღვარს, რათა შევხვედროდით უკრაინელ ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც ეძებენ თავშესაფარს. დამანგრეველია ის შედეგები უკრაინული ოჯახებისთვის, რაც რუსეთის შეჭრამ მოიტანა, ჩვენ ყველა უნდა დავუდგეთ გვერდით უკრაინას და ყველამ უნდა ვილოცოთ მათთვის. ვაფასებ, რომ „სამარიტელის ქისა“ ყოველთვის ფრონტის წინა ხაზზეა იესოს სახელით და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ სადაც ტანჯვაა, ისინიც იქ არიან.“ – დაწერა მაიკ პენსმა საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე და ადამიანებს ისეთი საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, როგორიც „სამარიტელის ქისაა“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო მისტერ და მისის პენსებს. მადლობელი ვარ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისა და ჩვენი პერსონალის წახალისებისთვის, რომლებიც ადგილზე მსახურობენ. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ლოცვა უკრაინისთვის და ვილოცოთ მშვიდობისთვის. ჩვენ შევძელით საველე ჰოსპიტლის გახსნა ლვოვის მატარებლის სადგურზე; დავგეგმავთ ჰოსპიტლების გახსნას სხვა ადგილებზეც უკრაინაში ამ შაბათ-კვირას. ასევე ვაგზავნით სატვირთო თვითმფრინავებს ჰუმანიტარული ტვირთით; ჩემი შვილი, ედუარდიც ადგილზეა ჩვენს გუნდთან ერთად უკრაინის საზღვართან.“ – დაწერა „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტმა და ცნობილმა ევანგელისტმა მქადაგებელმა ფრანკლინ გრემმა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.

ვინ არის მაიკ პენსი?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაიბადა 1959 წლის 7 ივნისს, აშშ-ის ინდიანის შტატის ქალაქ კოლუმბუსში. დაამთავრა ჰანოვერის კოლეჯი. 1986 წელს მოიპოვა იურისტის ხარისხი ინდიანის უნივერსიტეტთან არსებულ რობერტ ჰ. მაკკინის სამართლის სკოლაში.

2001-2013 წლებში პენსი წარმომადგენელთა პალატაში იყო, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრი. 2013-2017 წლებში გახლდათ ინდიანის შტატის გუბერნატორი, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია. ჰყავს მეუღლე, კარენ პენსი და სამი შვილი. პენსი ევანგელისტი ქრისტიანი გახლავთ.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები