მისისიპის შტატის ქალაქ კოლინზში არსებული კოვინგტონის ოლქის შერიფის ოფისმა გასულ კვირას 17 პატიმრის ნათლობა იზეიმა. ამის შესახებ მათ საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ დაწერეს. „მსახურება, რომელიც კოვინგტონის ოლქის საგამოძიებო დაწესებულებაში გაიმართა, მრავალმხრივ კურთხევა აღმოჩნდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ სიახლისა, რომელიც უამრავი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის.“ – აღნიშნეს მათ.
მახარებლობა ციხეებში აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ში. იმ დროს, როცა მისისიპელი პატიმრები ინათლებოდნენ, ქვეყნის მეორე მხარეს, ყოფილმა პატიმარმა ალფიომ 11-ფუტიანი ჯვარი გააკეთა, რომელსაც სამომავლოდ ციხის მსახურები გამოიყენებენ მახარებლობისთვის, ლოს-ანჯელესში.
„ჩვენ უნდა ვაფასებდეთ ქრისტეს ჯვარცმის მნიშვნელობას კაცობრიობისთვის. ამ დიდი ჯვრის დანიშნულებაა – გაგვახსენოს იესო ქრისტეს მსხვერპლი.“ – აცხადებს ალფიო.
ყოფილი პატიმარი, რომელიც 50-ზე მეტჯერ იჯდა ციხეში, ამბობს, რომ ერთხელაც მას უნდა გაეკეთებინა არჩევანი და მან აირჩია იესო და მისი გზა. ის 11-წლიანი პატიმრობიდან 2 წლით ადრე გაათავისუფლეს.
ალფიომ და მისმა მეუღლემ ეკლესიებისთვისაც დაამზადეს პატარა ჯვრები.
აღსანიშნავია ისიც, რომ Hollywood Impact Studios-ს ფარგლებში ჰოლივუდელი პროფესიონალები ეხმარებიან პატიმრებს ვიდეოგადაღებისა და სატელევიზიო ხელოვნების დაუფლებაში. მათი მეშვეობით, ისინი საკუთარ ნიჭს ავითარებენ, რათა შემდგომ თავიანთ პროფესიაში წარმატებულნი იყვნენ.