ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

by ნატო კობახიძე 13 ოქტომბერი, 2025
13 ოქტომბერი, 2025 94 ნახვა

მოზამბიკში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მიერ 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს — ამის შესახებ უცხოური წყაროები იუწყებიან.

ისლამური სახელმწიფოს მოზამბიკის პროვინციამ (ISMP) განაცხადა, რომ მათ გაანადგურეს, სულ მცირე, შვიდი ეკლესია, ცეცხლი წაუკიდეს ქრისტიანთა და ადგილობრივ მცხოვრებთა სახლებს და ტყვიით მოკლეს ან თავი მოჰკვეთეს ათეულობით ადამიანს ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში — კაბო დელგადოსა და ნამპულაში.

ორგანიზაცია MEMRI-მ (The Middle East Media Research Institute) ტერორისტების ანგარიშის თარგმანი და შესაბამისი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ქრისტიანთა მიმართ განხორციელებული სისასტიკე.

მოზამბიკის ისლამური სახელმწიფო ამ რეგიონში შიშითა და ძალადობითაა მართული. ჯგუფმა ასევე იკისრა პასუხისმგებლობა 25 სექტემბერს ორი მორწმუნის თავი მოკვეთის ფაქტზე, ასევე, 26 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე, სადაც ერთი ადგილობრივი ქრისტიანი მოკლეს. რამდენიმე დღეში მაკომიას ქალაქში ოთხ ქრისტიანს კვლავ თავი მოჰკვეთეს. ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს დამწვარი ეკლესიები და საცხოვრებელი სახლები ნაკოჩაში, ნაკუსაში, მინჰანასა და ნაკიოტოში.

ადგილობრივ სოფლებში თავდასხმების საპასუხოდ, მოზამბიკის ხელისუფლებამ აგვისტოს ბოლოს კვლავ განაახლა სამხედრო კავშირი რუანდასთან. შეთანხმების საფუძველზე, რუანდის თავდაცვის ძალები დათანხმდნენ კაბო დელგადოში ჯარების გაგზავნაზე.

როგორც CBN News იტყობინება, ძალადობრივი თავდასხმები კაბო დელგადოში 2017 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ 6,000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული,  ათასობით მათგანი კი გადასახლდა საკუთარი რეგიონიდან.

ორგანიზაცია Open Doors-ის „მსოფლიო დევნის სია 2025“-ის მიხედვით, მოზამბიკი 37-ე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქრისტიანებისთვის ცხოვრება ყველაზე რთულია. პროვინცია კაბო დელგადო ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, სადაც მუსლიმანური მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს, მაშინ როცა მთლიანად ქვეყანა უმეტესად ქრისტიანულია — მათ შორის დიდი ნაწილი ევანგელისტი და ე. წ. ორმოცდაათიანელი ქრისტიანები არიან, როგორც აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.



ამავე კატეგორიის

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები