ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ოთხწლიანი ტყვეობის შემდეგ, მალიში შვეიცარიელი მისიონერი ქალი მოკლეს

by ნინო ხუროშვილი 21 ოქტომბერი, 2020
21 ოქტომბერი, 2020 501 ნახვა

ცნობილი გახდა, რომ შვეიცარიელი მისიონერი ბეატრის სტოკლი ისლამისტმა ექსტრემისტებმა რამდენიმე კვირის წინ მოკლეს მალიში. იგი 2016 წლის იანვარში გაიტაცეს ტიმბუკტუდან და ოთხი წლის განმავლობაში ტყვედ იმყოფებოდა.

ბეატრისის გასათავისუფლებლად ისლამური მაღრიბის ქვეყნების ალ-ქაიდა მოითხოვდა მალიში დაპატიმრებული დაჯგუფების მებრძოლთა და ჰააგაში დაკავებული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებას. უმთავრესი პირობა კი ის იყო, რომ სტოკლი აღარ უნდა დაბრუნებულიყო არცერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ქრისტიანობის საქადაგებლად. შვეიცარია კი თავის მხრივ მოითხოვდა, რომ ბეატრის სტოკლი ყოველგვარი პირობების გარეშე გაეთავისუფლებინათ, რაც არ განხორციელდა.

ბეატრის სტოკლის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ფრანგი სოფიე პეტრონინისგან, რომელმაც ტყვედ ყოფნისას ისლამი მიიღო. ის გახლავთ ჰუმანიტარული მისიის 75 წლის თანამშრომელი, რომელიც ასევე 2016 წელს გაიტაცეს და გაათავისუფლეს 2020 წლის 8 ოქტომბერს.

როგორც ცნობილია ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები ხშირად იცვლიან ადგილსამყოფელს, რათა მალელმა ან ფრანგმა სამხედროებმა მათ კვალს არ მიაგნონ. პეტრონინის გადმოცემით, ბეატრისმა უარი თქვა სხვაგან გაჰყოლოდა ისლამისტებს საჰარას უდაბნოში. ამის გამო გამტაცებლებმა სტოკლი გარეთ გაათრიეს და ესროლეს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა ბეატრის სტოკლის სიკვდილთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალების დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

გარდა ამისა, შვეიცარიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მალის ხელისუფლებასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ ბეატრის სტოკლის გასათავისუფლებლად. ახლა კი ამბობენ, რომ ყველაფერს მოიმოქმედებენ, რათა შვეიცარიის მოქალაქის ცხედარი ან მისი ნეშტი, ადრე თუ გვიან, ოჯახს დაუბრუნონ.

შეგახსენებთ, რომ ბეატრის სტოკლიმ თავის მოღვაწეობა ტიმბუკტუში 2002 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ის შვეიცარიის ეკლესიასთან თანამშრომლობდა, შემდეგ კი დამოუკიდებლად დაიწყო მსახურება. ბეატრისი მალის უღარიბეს ქალებს ეხმარებოდა. პირველად ის 2012 წელს გაიტაცეს, თუმცა ათი დღის შემდეგ გაათავისუფლეს. დედისა და ძმის დაჟინებული თხოვნით, ბეატრისი შვეიცარიაში ჩავიდა, თუმცა მალევე ისევ ტიმბუკტუში დაბრუნდა. „ან ტიმბუკტუ, ან არაფერი,“ – ამბობდა ის.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები