ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“ საველე ჰოსპიტალს ბაჰამის კუნძულებზეც ხსნის

by ნატალია ჩიქოვანი 21 ოქტომბერი, 2020
21 ოქტომბერი, 2020 544 ნახვა

საერთაშორისო, ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“ საველე ჰოსპიტალს, იტალიისა და ნიუ-იორკის შემდეგ, ბაჰამის კუნძულებზეც ხსნის. ამის შესახებ ორგანიზაციამ გასულ ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს განაცხადა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაჰამის კუნძულებზე კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ ადგილობრივი სამედიცინო სისტემის სერიოზული გადატვირთვა გამოიწვია.

თავდაპირველად, ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის კარვები იტალიის ქალაქ კრემონაში დაიდგა, შემდგომ – ნიუ-იორკში, ახლა კი ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში იხსნება.

ორგანიზაცია გეგმავს 28-საწოლიანი საველე ჰოსპიტლის გახსნას და ექიმებისა და მედდების გუნდის გაგზავნას ნასაუში. ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი ბაჰამის კუნძულების ჯანდაცვის სამინისტროსთან და ასევე, პრინცესა მარგარეტის სახელობის ადგილობრივ ჰოსპიტალთან ითანამშრომლებს.

15 ოქტომბერს მათ თვითმფრინავით უკვე გადაზიდეს პირველადი მოხმარების ყველაზე საჭირო საგნები და თავად ექიმებიც ჩაიყვანეს.

როგორც „სამარიტელის ქისის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, ბაჰამის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა დახმარება მათ მას შემდეგ სთხოვა, რაც ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები ინფიცირებულებით გადაივსო.

„ჩვენი გუნდი ორიენტირებულია, დახმარება აღმოუჩინოს ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფთ, იესო ქრისტეს სახელის განსადიდებლად. ეს გახლავთ შესაფერისი დრო და ადგილი იმისათვის, რათა შევძლოთ დაშავებულ ადამიანთა ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა.“  – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ფრანკლინ გრემმა.

შეგახსენებთ, რომ „სამარიტელის ქისამ“ წინა წელსაც აღმოუჩინა დახმარება ბაჰამის კუნძულებს. ქარიშხალ „დორიანის“ დასრულების შემდეგ ორგანიზაციამ 40-საწოლიანი საველე ჰოსპიტალი ერთ-ერთ კუნძულ დიდ ბაჰამაზე გაშალა. მან ასევე გახსნა სამხარეო ოფისი, რათა დაეკმაყოფილებინა ქარიშხლისგან დაზარალებულთა საჭიროება დასალევ წყალსა და დანგრეულ სახლთა აღდგენასთან დაკავშირებით.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები