ორ ახალგაზრდა ქრისტიანს ღვთის გმობაში დასდეს ბრალი პარკში ქრისტიანული ლიტერატურის დარიგების შემდეგ. ერთ-ერთი ბიჭი დაკავებულია, მეორემ გაქცევა მოახერხა. ორივე მათგანის ოჯახი იმალება. ჰარუნ აიბ მასიჰმა და მანშა მასიჰმა პარკში ქრისტიანული ბუკლეტები დაარიგეს და შემდეგ იქვე მყოფ ახალგაზრდებს სახარების შესახებ უქადაგეს.
ერთ-ერთმა მათგანმა, აჰმადმა, ქრისტიან ახალგაზრდებს პოლიციაში უჩივლა. მან განაცხადა, რომ ისინი გამუდმებით იმეორებდნენ იმის შესახებ, რომ ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი წიგნია, განსხვავებით ყურანისგან. მან ასევე უთხრა პოლიციას, რომ ამ ახალგაზრდების სიტყვები მიმართული იყო ისლამისა და წინასწარმეტყველ მუჰამედის წინააღმდეგ და ამიტომაც, მათი ქმედება ტერორიზმად უნდა იქნეს მიჩნეული.
ქრისტიანული ორგანიზაცია CLAAS-UK-ის დირექტორი, ნასირ საიდი აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ არის მცდელობები პაკისტანის თეოკრატიულ სახელმწიფოდ გადაქცევასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით პაკისტანი დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ყველას აქვს საკუთარი რელიგიის ქადაგების უფლება. პაკისტანმა ხელი მოაწერა რელიგიისა და სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო კონვენციას და შესაბამისად, ქვეყანამ პატივი უნდა სცეს მას“.