12 აპრილს კათოლიკურმა სამყარომ და პროტესტანტული ეკლესიების ნაწილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. ტაძრები კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო დახურულია მრევლისთვის, თუმცა ქრისტიანები პანდემიის პირობებშიც ახერხებენ უფლისადმი სიყვარულის გამოხატვასა და პატივის მიგებას ისე, რომ არ დაარღვიონ კანონი. ვნახოთ ფოტოგალერეა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქრისტიანთა თაყვანისცემას ასახავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე.
ვილნიუსი, ლიეტუვა. მორწმუნე ლოცულობს აღდგომის დღესასწაულზე, ოსტრობრამის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საყდართან.
მონაზვნები ლოცულობენ ქადაგების მოლოდინში მეტროპოლიტენის კათედრალში, რომელიც ხალხისათვის დაკეტილია.
ჩრდილოეთ ესპანეთი, სან-ვინსენტე-დე-ლა-სონსიერა. ქალი რეკავს ზანზალაკს დიდი ხუთშაბათის დღეს.
კარაკასი, ვენესუელა. მორწმუნეს ხელში უჭირავს ჯვარი და უყურებს, როგორ ჩაატარეს იესოს ქანდაკება ე.წ. „პაპომობილით“ ვნების კვირაში.
თეთრი ქსოვილია გაჭიმული ჯვრის სიულეტის გამოსაკვეთად. გვადალუპეს წმ. მარიამის კათოლიკური ეკლესია, ტეხასი.
პეტი დაფი მანქანას აჩერებს მანქანების სადგომზე ლუთერანულ ეკლესიასთან (New Song Church), ჰენდერსონი, ნევადის შტატი.
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია. იესო ქრისტეს ქანდაკება დაფარულია მეწამული ქსოვილით. მღვდლები ესწრებიან ქრისტეს ვნების აღსანიშნავად აღვლენილ მესას სან-ჟოზე-და-ლაგოას კათოლიკურ ეკლესიაში. მესა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
ვატიკანი, რომი. ქალს ხელში ჯვარი უჭირავს ცერემონიის Via Crucis (ჯვრის გზა) დროს, რომელიც ტარდება წმ. პეტრეს მოედანზე.
იერუსალიმი, ძველი ქალაქი. მღვდლები ელოდებიან ქრისტეს საფლავის ტაძარში შესვლას. ეს არის ადგილი, სადაც ქრისტიანთა რწმენით, ქრისტე დაასვენეს ჯვრიდან ჩამოხსნის შემდეგ.
წმ. პეტრეს მოედანი, ვატიკანი. პაპი ფრანცისკე წარმართავს ცერემონიას Via Crucis (ჯვრის გზა).
ჰაიდარაბადი, ინდოეთი. კათოლიკე მორწმუნეები ლოცულობენ წმ. მარიამის ეკლესიაში წითელ პარასკევს.
მელბურნში, ავსტრალიაში ადამიანები ტელევიზიის მეშვეობით ადევნებენ თვალს წირვას.
სეული, სამხრეთ კორეა. ხუცესებს სამედიცინო ნიღბები უკეთიათ, იცავენ სოციალურ დისტანციას და ისე ესწრებიან სააღდგომო ღვთისმსახურებას იოიდოს სრული სახარების ეკლესიაში.
გერმანიაში მკაცრად იცავენ სოციალური დისტანციის წესებს. ობერჰაუსენის ეკლესიაში წირვა მრევლის პორტრეტებით ჩატარდა.
დონ ანჯელო ატარებს „ჯვრის გზის“ ლიტურგიას ვარეზეში მდებარე საავადმყოფოში, იტალია.
ხალხი იკრიბება დევიდსონის მთაზე აღმართულ ჯვართან, სან-ფრანცისკო.
პროტესტანტული სამყაროს „პაპად“ წოდებულმა ფრანკლინ გრემმა სააღდგომო მსახურება ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, ცნობილ ქრისტიან მომღერალთან ‒ მაიკლ უაიტეკერ სმიტთან ერთად ჩაატარა. მსახურება „ფოქსნიუსის“ პირდაპირ ეთერში გადაიცა.
ადამიანები იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ტაძრის დახურულ კარს მიღმა ლოცულობენ.
წყარო: https://www.itv.com