ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

რუსეთის ევანგელისტი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები ომის შეწყვეტას ითხოვენ

by ნინო ხუროშვილი 9 მარტი, 2022
9 მარტი, 2022 595 ნახვა

რუსეთის ეკლესიების ასობით წინამძღვარი პროტესტს გამოთქვამს რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის გამო. რუსეთში არსებული ევანგელისტური ეკლესიების ათობით წინამძღვარმა ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ისინი გმობენ „უაზრო სისხლისღვრას“.

წერილში ვკითხულობთ: „ვერავითარი პოლიტიკური ინტერესი ან მიზანი ვერ ამართლებს უდანაშაულო ადამიანთა დახოცვას. მოხუცები, ქალები, ბავშვები იხოცებიან. ორივე მხარეს მებრძოლი ჯარისკაცები იხოცებიან. ქალაქები და მათი ინფრასტრუქტურა ნადგურდება. გარდა სამხედრო სამიზნეებისა, აფეთქებენ საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს. უამრავი ადამიანი დევნილად იქცა. საომარი ზონები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

გარდა სისხლისღვრისა, სუვერენულ უკრაინაში შეჭრა ხელყოფს მის მოქალაქეთა თავისუფლებას. სიძულვილი ითესება ჩვენს ხალხებს შორის, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს გაუცხოებისა და მტრობის უფსკრულს მომავალ თაობებში. ომი ანადგურებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რუსეთს: მის ხალხს, მის ეკონომიკასა და მომავალს.“  

სერგეი რახუბა, ორგანიზაცია „მისია ევრაზიის“ პრეზიდენტი, აცხადებს, რომ ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია რუსეთის ეკლესიების წინამძღვრებისაგან.

„რუსეთის საერო საზოგადოებაშიც და, სამწუხაროდ, ეკლესიაში აზრთა ძალიან დიდი სხვადასხვაობაა. ზოგი უბრალოდ გაჩუმებას ამჯობინებს, რადგან დღეს ხმის ამოღება სახიფათოა“, – ამბობს ის.

ამას გარდა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 270-ზე მეტი მღვდელი და დიაკვანი ხელს აწერს ერთობლივ თხოვნას შერიგებისა და ომის დაუყოვნებელი შეწყვეტის შესახებ. წერილში ხაზგასმულია მონანიებისა და ცხონების აუცილებლობა:

„ჩვენ ვგლოვობთ იმის გამო, რომ ჩვენი უკრაინელი დები და ძმები დაუმსახურებელ განსაცდელში არიან. შეგახსენებთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ფასდაუდებელი საჩუქარია და ამიტომაც, ჩვენ გვსურს, რომ ყველა ჯარისკაცი − რუსიც და უკრაინელიც − ცოცხალი და საღ-სალამათი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს. ჩვენ დამწუხრებულნი ვფიქრობთ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული იმ უფსკრულის შესახებ, რომლის გადალახვაც მოუწევთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, რათა ისევ შეძლონ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა, ისევ შეძლონ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული. ჩვენ ვაფასებთ ადამიანისთვის ღვთის მიერ მინიჭებულ თავისუფლებას და გვჯერა, რომ უკრაინელმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს ის, რაც სურს.“


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები