ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

სულიერი ლიდერები ქრისტიანებს უკრაინის კრიზისისთვის ლოცვისკენ მოუწოდებენ

by ნატალია ჩიქოვანი 25 იანვარი, 2022
25 იანვარი, 2022 355 ნახვა

23 იანვარს რომის პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, რომ 26 იანვარი მთელ მსოფლიოში „მშვიდობისთვის ლოცვის დღედ“ იქცეს. მან ასევე თქვა, რომ საჭიროა გაიმართოს პოლიტიკური მოლაპარაკება, რომელიც დამყარებული იქნება ძმობაზე, კერძო ინტერესების ნაცვლად.

„შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც ქმნის უკრაინაში მშვიდობისთვის ახალი დარტყმის მიყენების საფრთხეს, და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას.“ – თქვა პაპმა 23 იანვარს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მომლოცველების წინაშე გამოსვლისას.

ვატიკანს არ დაუკონკრეტებია დეტალები, როგორ აპირებს პაპი ამ დღის აღნიშვნას.

საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ განცხადება დაწერა პროტესტანტების „პაპად“ წოდებულმა ფრანკლინ გრემმაც და ხალხს დაპირისპირებული მხარეებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.

„უკრაინა და რუსეთი, როგორც ჩანს, უფრო და უფრო უახლოვდებიან ომს. ომის დაწყება ორივე მხარეს უამრავი სიცოცხლის დაკარგვას მოასწავებს. ილოცეთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, რათა ღმერთმა განაწყოს მათი გულები და იპოვონ გზა დამანგრეველი კონფლიქტის გარეშე. მათ გადაწყვეტილებებს მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მე მქონდა პატივი რუსეთსა და უკრაინაში სახარების ქადაგებისა, და ორივე ქვეყანაში ქრისტიანი მეგობრები მყავს. მოდით, ვილოცოთ მშვიდობისა და ღვთის წყალობისთვის.“ – ამბობს გრემი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვრებთან რუსულმა ძალებმა უჩვეულო გადაადგილება და თავმოყრა ბოლო თვეა, რაც განაახლეს. შეერთებული შტატების ინფორმაციით, რუსეთის უკიდურეს დასავლეთში ახლა 90 000-მდე ჯარისკაცია განლაგებული. როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, მოსკოვი უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის ბოლოსთვის ან თებერვლის დასაწყისისთვის გეგმავს, რასაც წინ გაუძღვება კრემლის მიერ წინასწარ დაგეგმილი სამოქალაქო არეულობები. 

P.S. მოგიწოდებთ, ერთად შევუერთდეთ ლოცვას უკრაინის კრიზისის მოგვარებისა და მშვიდობისათვის მთელ მსოფლიოში.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები