ჩინეთში ქრისტიანების დევნა გრძელდება. კომუნისტური მთავრობის წარმომადგენლები ანგრევენ სამლოცველო სახლებს. რელიგიური თავისუფლებისა და ადამიანთა უფლებების ჟურნალი ჩინეთში „Bitter Winter“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2020 წლის გაზაფხულზე მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროტესტანტული ორგანიზაციის („Three-Self Patriotic Movement“) 400 სამლოცველო სახლი თუ საშინაო ეკლესია დაანგრიეს, დახურეს ან სხვა დანიშნულება მიანიჭეს ძიანსის პროვინციის ქალაქ შანგრაოში. გარდა ამისა, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ასახულია კადრები, თუ როგორ ხსნიან ჯვარს ქალაქში არსებულ ერთ-ერთ ეკლესიას.
„Three-Self“ ეკლესიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ბრძანება ჰქონდა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ „გამოესწორებინა“ სახელმწიფოსათვის დაქვემდებარებული ეკლესიები. მან ასევე განუცხადა „Bitter Winter“-ს, რომ უნდა დაიხუროს ის ეკლესიები, რომლებიც 2014 წლის შემდეგ აიგო ან რომლებზეც 2014 წლის შემდეგ გაიცა ნებართვა.
„წინააღმდეგობის გაწევა იარაღის პირისპირ დადგომას ნიშნავს. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო და უფრო მეტად სერიოზული დანაშაულებანი შეიძლება დაგვაბრალონ.“ ‒ დაამატა მან.