ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეკლესიების გახსნა მნიშვნელოვანია და აუცილებელია მსახურებების აღდგენა, რადგან ახლა უფრო მეტ დროს უნდა ვუთმობდეთ ლოცვას.
დონალდ ტრამპმა 22 მაისს თავის განცხადებაში ახსენა: „ეკლესიებს, სინაგოგებსა და მეჩეთებს მივიჩნევ იმ აუცილებელ ადგილებად, რომლებიც საჭირო სამსახურს ეწევიან. ზოგიერთ ადამიანს აბორტის კლინიკებისა და სხვა დაწესებულებათა გახსნა მიაჩნია მნიშვნელოვნად, თუმცა ეკლესიების უკუგდება და მათი ასე დატოვება სწორი არაა. სწორედ ამიტომ ვამბობ, ეკლესიების აღდგენა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რომ ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკლესიების გახსნაა, რათა ადამიანების რწმენა გაძლიერდეს. ჩვენ ახლა უფრო მეტი ლოცვა გვჭირდება, ეკლესიები კი ის ადგილია, რომელიც საზოგადოებას აერთიანებს.