ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

უკრაინის ეკლესიათა საბჭომ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

by მარიამ გოგიჩაშვილი 24 თებერვალი, 2022
24 თებერვალი, 2022 233 ნახვა

უკრაინის ეკლესიათა ხელმძღვანელები და უკრაინის რელიგიური ორგანიზაციები ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

ეს განცხადება უკრაინის ეკლესიათა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს 2022 წლის 23 თებერვალს გაუგზავნა:

„მივმართავთ ბატონ ვლადიმერ პუტინს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს:

ბატონო პრეზიდენტო!

ჩვენ, რელიგიური კონფესიების ლიდერები, წარმოვადგენთ უკრაინის რელიგიათა საბჭოს, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა დენომინაციისა და რელიგიის 16 ასოციაცია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს რელიგიურ საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში: მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს, პროტესტანტებს, იუდეველებს და მუსლიმანებს, მოგმართავთ თხოვნით უფლის, ჩვენი მეფის სახელით, რომ შეწყვიტოთ საომარი მოქმედებები, რადგან თქვენ ეს ხელგეწიფებათ.

ჩვენ ერთსულოვნად, გადაჭრით ვაცხადებთ, რომ უკრაინელ ხალხს არ სურს ომი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მორწმუნეთა მოვალეობაა მისი შეჩერება, ვიდრე გვიანი არ არის. ღმერთის მცნება „არა კაც კლა“ ხაზს უსვამს ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას და ღმერთის სასტიკ სასჯელს მკვლელებზე. აგრესიული ომი დიდი დანაშაულია ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე.

სისხლისღვრის შესაჩერებლად, უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად, ჭეშმარიტმა მორწმუნეებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.

საუკეთესო გზა სირთულეებისა და წინააღმდეგობების მოგვარებისთვის დიალოგია. ჩვენ ამგვარ მშვიდობიან დიალოგში გიწვევთ. უკრაინის ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭო მზადაა ამგვარი დიალოგისთვის, დაძაბულობის აღმოსაფხვრელად და მშვიდობის აღსადგენად ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი, ფართომასშტაბიანი კონფლიქტების განვითარების შესაძლებლობა და შევინარჩუნოთ ურთიერთგაგება და თანამშრომლობა ადამიანთა შორის მთელ მსოფლიოში.

ჩვენი რელიგიური ტრადიციით ერთმანეთს მშვიდობის სურვილით ვესალმებით – „მშვიდობა თქვენდა“. დაე, ეს მისალმება არა მხოლოდ უბრალო შეძახილი, არამედ საფუძველი იყოს ჩვენთვის, რათა უფლის გზებით ვიაროთ.

დღეს შემოქმედის წინაშე განსაკუთრებული სათხოვრით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებაზეც ხშირად ბევრი რამაა დამოკიდებული. ეს თქვენ გეხებათ, ბატონო რუსეთის პრეზიდენტო.

უკრაინის ეკლესიათა და ორგანიზაციათა საბჭოს სახელითა და პატივისცემით,

გრიგორი კომენდანტი

უკრაინის ეკლესიათა და ორგანიზაციათა საბჭოს თავმჯდომარე,

უკრაინის ბიბლიის საზოგადოების პრეზიდენტი.“


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები