ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში ეკლესიები ლტოლვილებს იფარებენ

by ნატალია ჩიქოვანი 7 მარტი, 2022
7 მარტი, 2022 202 ნახვა

უკრაინის მეზობელ ქვეყნებში ეკლესიებმა კარი გახსნეს ლტოლვილების დასახმარებლად.

ლტოლვილების საკითხში გაეროს უზენაესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის შეჭრის შემდეგ. ლტოლვილების უმეტესობა პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში გადავიდა.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ ქვეყნებში ევანგელისტურმა ეკლესიებმა სწრაფად გარდაქმნეს თავიანთი ეკლესიები თუ საბანაკე ტერიტორიები ლტოლვილთა თავშესაფრებად. „ევროპის ბაპტისტური ფედერაციის“ თანახმად, მათმა ეკლესიებმა ყველანაირი ავეჯი თუ ინვენტარი საწოლებით ჩაანაცვლეს.

„ამბიონზე, აივანსა და ყველა ხელმისაწვდომ ადგილზე საწოლები დგას, სამზარეულოში კი ცხელი წვნიანი მზადდება დევნილებისთვის.“ – ნათქვამია „ევროპის ბაპტისტური ფედერაციის“ განცხადებაში. 

სამხრეთ ბაპტისტური კონვენციის საერთაშორისო მისიის საბჭოს თანახმად, პოლონელმა ბაპტისტებმა ამ დროისთვის 40 თავშესაფარი შექმნეს ლტოლვილებისთვის.

საზღვართან დევნილებს ხვდებიან მოლდავეთის ევანგელისტური ეკლესიების წევრებიც. მათ თან მიაქვთ პირველადი ნივთები, თბილი პლედები და ცხელი ჩაი უკრაინელი ლტოლვილებისთვის. შემდგომ კი სტუმრებს ეკლესიებსა და მორწმუნეთა ოჯახებში ინაწილებენ.

UMC ეკლესიებმა უნგრეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში ასევე უზრუნველყვეს ლტოლვილების თავშესაფარი. რუმინეთში მეთოდისტები აძლევენ თავშესაფარს ლტოლვილებს სასტუმროს შენობაში, რომელიც საზოგადოებრივ ცენტრად გადააქციეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. 

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ „უკრაინული აგრესიის“ მოგერიებაში.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ჰელოუინი და უნდა აღნიშნავდნენ თუ არა მას ქრისტიანები?

    29 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები