ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

„უსახლკარო იესოს“ ქანდაკება ოჰაიოში მოქალაქეს ნამდვილი ეგონა და პოლიციაში დარეკა

by ნინო ხუროშვილი 20 ოქტომბერი, 2020
20 ოქტომბერი, 2020 1.1K ნახვა

ოჰაიოს შტატის ქალაქ ბეი ვილიჯში, მამაკაცმა პოლიციას დაურეკა და პარკის სკამზე მძინარე უსახლკარო ადამიანის შესახებ შეატყობინა. პარკში მისულმა პოლიციელებმა ნახეს, რომ ეს უსახლკარო ადამიანი კი არა, სკამზე მძინარე იესო ქრისტეს ქანდაკება იყო, რომელიც ცნობილია სახელწოდებით – „უსახლკარო იესო“.  პოლიციამ მალევე გაარკვია საქმის ვითარება, ადგილობრივი ეკლესიის მრევლისათვის კი ეს შემთხვევა მრავლისმთქმელი აღმოჩნდა.

აღნიშნული ქანდაკება ოჰაიოში, კლივლენდის წმ. ბარნაბას ეპისკოპალური ეკლესიის გვერდით ახლახან დაამონტაჟეს. ეს ქანდაკება ეკუთვნის ორგანიზაციას Community West Foundation, რომელიც ზრუნავს უსახლკარო ადამიანებზე. ქანდაკება კლივლენდში პირველ დეკემბრამდე დარჩება. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უსახლკაროთა მიმართ დამოკიდებულების მხრივ.

ეკლესიის ღვთისმსახური, ალექს მარტინი ამბობს: „ქანდაკება შეგვახსენებს იმას, რომ შორს წასვლა არ გვჭირდება გასაჭირში მყოფ ადამიანთა აღმოსაჩენად. იქნებ ეს ქანდაკება გახდეს შთაგონება მათთვის, ვისაც სურს გაჭირვებულთა დახმარება. ქრისტეს ამგვარად გამოქანდაკება ჩვენთვის შეხსენებაა იმისა, რომ ის საკუთარ თავს საზოგადოების მიერ გარიყულ ადამიანებთან აიგივებდა.“

„მოხარულნი ვართ, რომ დროებით ვმასპინძლობთ ‘უსახლკარო იესოს’ ამ ქანდაკებას კლივლენდში, რომელიც შეგვახსენებს, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.“ – ვკითხულობთ ეკლესიის Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ „უსახლკარო იესო“ გახლავთ ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც კანადელ მოქანდაკეს, ტიმოთე შმალტსს ეკუთვნის. ქანდაკება გამოსახავს პარკის სკამზე მძინარე იესოს, როგორც უსახლკარო ადამიანს. თავდაპირველი ქანდაკება დადგეს ტორონტოს უნივერსიტეტის რეგის კოლეჯში 2013 წელს. იმავე ქანდაკების ასლები კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაიდგა მას შემდეგ.

ზემოთ აღნიშნული ქანდაკების გამოფენა კი რამდენიმე ეკლესიაში იგეგმება იმავე აქციის ფარგლებში.

We're glad to temporarily host this statue of Homeless Jesus to raise awareness of homelessness in Cleveland and remind us that all people are created in the image of God. pic.twitter.com/EKClQm7PFG

— St. Barnabas, Bay Village (@StBarnabasBV) October 12, 2020

ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები