„ფეისბუკის“ წარმომადგენელმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ისინი შეზღუდავდნენ ისეთი შინაარსის პოსტებს, რომლებიც უკავშირდება „ტრანსფორმაციის თერაპიას“.
ანა პაულკმა, „Restored Hope Network“-ის პრეზიდენტმა, „The Christian Post“-თან საუბრის დროს განმარტა, თუ როგორ ნათლად ჩანს ლიბერალური მედიის დამკვირვებელთა ჯგუფის, „Media Metters“-ის დავალება: „სოციალური მედიის გიგანტი შლის პოსტებს და ამბობს, რომ ეს არღვევს საზოგადოებრივ სტანდარტებს. ეს მოვლენა ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელი და ღრმა მწუხარების მომცველია, ვინაიდან ეხება სიტყვის თავისუფლებას სოციალური ქსელის ყველაზე დიდ პლატფორმაზე, რომლის მომხმარებელიც 2 მილიარდი ადამიანია. ისინი ცდილობენ, ჩაახშონ ხმები, რომლებსაც უბრალოდ არ ეთანხმებიან.“
პაულკი ამბობს, რომ „ფეისბუკს“ შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე და მოუწოდებს მსგავს დაწესებულებებს, რომლებიც იყენებენ „Facebook“-ის პლატფორმას, რომ გადაიტანონ თავიანთი კონტაქტები სხვა სოციალურ ქსელში.
„ტრანსფორმაციის თერაპია“ ხშირად გაიგივებულია ძალდატანებით, სასტიკად მოპყრობის თერაპიასთან. ამ პრაქტიკას არ მიმართავს „Restored Hope Network“-ი და არცერთი მათი დაწესებულება თუ ეკლესია. ამგვარი ჭორები, რომლებიც დღეს გვხდება არის აბსურდი.“ – ამბობს პაულკი.
„Restored Hope Network“-ის ოპონენტებმა შექმნეს ცრუ იმიჯი იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოდიან მსგავსი სქესის მიმართ მიდრეკილებების წინააღმდეგ. ამისათვის ოპონენტები იყენებენ გადაუმოწმებელ საჩივრებს, რომლებიც უნდა განხილულიყო ეთიკის კომიტეტის ან სასამართლოს მიერ.