ფრანკლინ გრემი ამერიკაში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდებს, შეუერთდნენ ლოცვით მსვლელობაში, რომელიც მომავალ თვეს იგეგმება ვაშინგტონში. ამის შესახებ ცნობილმა ევანგელისტმა თავისი „ფეისბუკის“ გვერდის მეშვეობით განაცხადა შაბათს.
„მე ვაპირებ, ვიდგე აქ და ვილოცო, ჩვენი ერის დედაქალაქში, და იმედი მაქვს, რომ ათასობით ოჯახი, ხუცესი და ეკლესია შემომიერთდება. ჩვენი ერი საფრთხეშია და ღმერთის დახმარება გვჭირდება!“
ლოცვითი მსვლელობა 26 სექტემბერს, შაბათს გაიმართება ლინკოლნის მემორიალიდან კაპიტოლიუმის შენობამდე.
პანდემიის გამო ფრანკლინ გრემს 2020 წელს დაგეგმილი მრავალი ღონისძიების გადადება მოუხდა. პანდემიის, რასობრივი დაპირისპირებისა და სხვა მოვლენების გამო გრემი გამუდმებით მოუწოდებდა ქრისტიანებს, გაეგრძელებინათ გულმოდგინედ ლოცვა.
„ახლა უნდა ვილოცოთ ყველაზე მეტი, ვიდრე ოდესმე გვილოცია ჩვენს ცხოვრებაში! ჩვენი ერი დაყოფილია, შიში და გაურკვევლობაა ჩვენ გარშემო. სწორედ ამიტომ, გავერთიანდეთ და გავაკეთოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, და ეს გახლავთ ლოცვა… ვილოცებთ იმის შესახებ, რომ ღმერთი ჩაერიოს და იხსნას ეს ერი!“ ‒ განაცხადა გრემმა.