ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

by ნატალია ჩიქოვანი 28 მარტი, 2022
28 მარტი, 2022 134 ნახვა

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ „სამარიტელის ქისა“ უკრაინაში ომის დაწყებიდანვე მალევე გაგზავნა დამხმარე ჯგუფები და ისინი პოლონეთისა და რუმინეთის საზღვრებთან განათავსა, რათა ლტოლვილებს დახმარებოდნენ. სიტუაციის გაუარესებასთან ერთად ორგანიზაციამ საველე ჰოსპიტლები გახსნა უკრაინის ტერიტორიაზე.

27 მარტს „სამარიტელის ქისის“ პრეზიდენტმა და ცნობილმა ევანგელისტმა მქადაგებელმა ფრანკლინ გრემმა საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე ფოტომასალა გამოაქვეყნა და თქვა, რომ უკრაინაში ჩავიდა თავისი გუნდის მოსანახულებლად.

„ახლახან ჩამოვედი უკრაინაში, რათა შევხვდე ჩვენს პერსონალს, რომლებიც ხალხის დასახმარებლად აქ კონფლიქტის დაწყების შემდეგ მუშაობენ. „სამარიტელის ქისას“, დაახლოებით, 160 ადამიანი ჰყავს უკრაინაში: ექიმები, ექთნები, ლაბორანტები და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც არიან ჩვენს საველე ჰოსპიტალში ლვოვში, ასევე რამდენიმე ამბულატორიული სამედიცინო კლინიკის ადგილას. აქ კაპელანებიც გვყავს Billy Graham Evangelistic Association-დან. 3.7 მილიონზე მეტი უკრაინელი ომმა ლტოლვილად აქცია და უამრავი მილიონი ადამიანი საკუთრი ქვეყნის შიგნით გახდა დევნილი, რაც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია. ილოცეთ მათთვის, ვინც იტანჯება…“ – წერს გრემი საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „სამარიტელის ქისა“ ქრისტიანული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში 1970 წელს ბაპტისტი ხუცესის, რობერტ პირსის მიერ. 1979 წლიდან, პირსის გარდაცვალების შემდეგ, ორგანიზაციას ფრანკლინ გრემი ხელმძღვანელობს. „სამარიტელის ქისა“ ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაუდებელი პირველადი დახმარებით ომების, ეპიდემიების თუ ბუნებრივი კატასტროფების დროს. იგი ასევე ცნობილია პროექტით „საშობაო ბავშვი“, რომელიც ყოველ წელს მილიონობით სასაჩუქრე ყუთს აგზავნის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ბავშვებისთვის.


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ჩარლზ სპერჯენი – ციტატები

    28 ივლისი, 2025
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები