ფილმი ბოლო წლების განმავლობაში აქტუალურ თემებს განიხილავს, როგორებიცაა: „სიტყვისა და რელიგიური თავისუფლება, როგორც ბავშვების განათლების ძირითადი უფლება.“
ფილმში მონაწილეობას იღებენ დეივიდ უაიტი, ესაია ვაშინგტონი, რომელიც ასევე ცნობილია „გრეის ანატომიიდან“, ანტონიო საბატო, ფილმიდან „საყოველთაო ჰოსპიტალი“ და ბოლოს, გრემის ჯილდოს მფლობელი, ქრისტიანი მსახიობი ფრანჩესკა ბატისტელი.
„ხუცესი დეივი მოწოდებულია, დაიცვას ქრისტიანი ოჯახები, რომლებიც თავიანთ შვილებს სახლში აძლევენ განათლებას, სახლის სკოლის მეშვეობით. მართალია, ის ოდნავ ღელავს მთავრობის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, თუმცა მაინც სჯერა, რომ ოჯახების უფლება, მისცენ საკუთარ შვილებს განათლება, არის თავისუფლება, რომლისთვისაც ღირს ბრძოლა. ხუცეს დეივს ჩვენების მისაცემად ვაშინგტონში გამოიძახებენ, რომელიც განსაზღვრავს რელიგიური თავისუფლების მომავალს.“ – ნათქვამია ფილმის მიმოხილვაში.
ფილმს „ღმერთი არ არის მკვდარი“ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ მაყურებლებს ის ძალიან შეუყვარდათ.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ღმერთი არ არის მკვდარის“ კიდევ ერთი ნაწილი შევთავაზოთ, რომელიც გადმოგვცემს სამართლიან, დროულ და ძლიერ უწყებას. ფილმის მთავარი თემა ასახავს ბოლო დროის აქტუალურ თემებს და ამხნევებს მორწმუნეებს, დარჩნენ ძლიერნი თავიანთ ბრძოლაში და დაიცვან საკუთარი სულიერი უფლებები, რაც ღმერთისგან ბოძებული თავისუფლებაა.“ – აცხადებს „Pinnacle Peak Pictures“-ის დამფუძნებელი პარტნიორი.