ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ყოფილი მუსლიმანი ახლა სახარებას უქადაგებს ირანელებს

by თამუნა ბაღდავაძე 23 მაისი, 2020
23 მაისი, 2020 261 ნახვა

დოქტორ ჰორმოზ შარიათს აქვს მისია ‒ დაეხმაროს ირანელებს, ირწმუნონ ქრისტე. ეს ძალისხმევა გამოწვეული იყო მისი ოჯახისადმი მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისგან.

შარიათი, რომელიც Iran Alive Ministries-ის მსახურების დამაარსებელია, რამდენიმე წელი მახვილგონივრული გზებით ავრცელებდა სახარებას ირანში. მუსლიმანურ ქვეყანაში იგი სატელიტური მაუწყებლობის, მსახურთა მომზადების და სხვა ინოვაციური საშუალებებით ავრცელებს ქრისტიანობას.

ყველაზე აღსანიშნავი ნაწილი შარიათის ისტორიისა არის ფესვები, საიდანაც მისი მსახურება იწყება. წარმოშობით ირანელი შარიათი, როდესაც მუსლიმანი იყო, ქუჩებში „სიკვდილი ამერიკას“ გაიძახოდა. მაგრამ მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა მაშინ, როდესაც მან დატოვა ირანი ისლამური რევოლუციის დროს და სასწავლებლად ამერიკაში წავიდა. სწავლასთან ერთად მან ახალი რწმენა იპოვა.

„მე ამერიკაში მოვინანიე,“ ‒ ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მისი გული და გონება ძირფესვიანად შეიცვალა. „მე მიყვარს ამერიკა.“

შარიათი იხსენებს, რომ მის მსახურებას საფუძველი ჩაუყარა იმ ფაქტმა, როდესაც მისი 16 წლის ძმა ირანელმა ლიდერებმა დააპატიმრეს 2 წლით. იმის ნაცვლად, რომ მოზარდი გაეთავისუფლებინა, მთავრობამ ის მოკლა.

„ერთ დღეს მათ ის დასაჯეს,“ ‒ თქვა შარიათმა. „მათ მითხრეს, მოდი და წაიღე მისი გვამი. ჩვენ ის დავხვრიტეთ და სხვათა შორის, შენ უნდა გადაგვიხადო მისი მკვლელობისთვის.“

სამწუხაროდ, ირანის მთავრობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ მის მშობლებს გადაეხადათ ტყვიების საფასური. როდესაც შარიათს ჰკითხეს, როგორ შეძლო, გაემარჯვა სიძულვილზე, მან აღნიშნა, რომ იმ მომენტისთვის ის ახლად მოქცეული ქრისტიანი იყო.

„ეს მარტივი არ ყოფილა. ეს იყო ბრძოლა… დარდსა და ტკივილში ვიყავი,“ ‒ თქვა მან და დაამატა, რომ თავიდან მას შურისძიება სურდა, მაგრამ გაიხსენა, რისკენ მოუწოდებს ქრისტე მორწმუნეებს. „გლოვის იმ ორი-სამი დღის განმავლობაში ვიგრძენი, როგორ გავიგონე ღმერთის ხმა ჩემს გულში, რომელიც მეუბნებოდა, რომ ისინი, ვინც ჩემი ძმა მოკლეს, არ იყვნენ ჩემი მტრები. არსებობს მხოლოდ ერთი მტერი და ეს სატანაა. ისინი კი მხოლოდ ტყვეები არიან ჩემი მტრის ხელში.“

შარიათმა შურისძიების ნაცვლად წყალობა და სიყვარული აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველთვის უწევდა გული სახარების გავრცელებისკენ, მისი ძმის სიკვდილმა მას ნამდვილი მისია შესძინა, რომ მას მიეტანა სახარება მილიონობით მუსლიმანთან. წლების შემდგომ მან უკვე შეძლო, რამდენიმე მილიონ მუსლიმანს მისწვდომოდა სახარებით.
შარიათი სახარებას თავის მიერ დაარსებული მსახურების, Iran Alive Ministries-ის მეშვეობით ავრცელებს და ამბობს, რომ მისი მსახურება სწვდება მთელ ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ ყველაზე მეტად გამიზნულია სპარსულად მოსაუბრეთათვის.

აშშ-ში მცხოვრები შარიათი ამბობს, რომ მას ხშირად ემუქრებიან სიკვდილით მისი მსახურების გამო, მაგრამ ის უკან არ იხევს.
„იესო ცვლის ადამიანთა ცხოვრებას,“ ‒ ამბობს ის. ‒ „ის გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას… ჩვენს საზოგადოებას.“


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები