ჩინეთის ოფიციალური პირები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჰენანის პროვინციაში მოქალაქეებს ფულად ჯილდოს სთავაზობენ იმის სანაცვლოდ, თუკი ისინი „უკანონო რელიგიური შეხვედრების“ ფოტო და ვიდეომასალას მოიპოვებენ.
ორგანიზაცია Bitter Winter-ის ინფორმაციით, გუშის ოლქის „ეთნიკურ და რელიგიურ საკითხთა ბიურომ“ დააწესა 500 იუანის (70 აშშ დოლარი) ოდენობის ფულადი ჯილდო ნებისმიერი არალეგალური რელიგიური საქმიანობის ამსახველი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალის მოპოვებისთვის.
ჰენანი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მესამე ადგილზეა ქვეყანაში. ჩინეთში მხოლოდ იმ ქრისტიანებს აქვთ ეკლესიაში ღვთისმსახურების ჩატარების უფლება, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ორგანიზაციებში „პროტესტანტი ქრისტიანებისათვის“ და „კათოლიკე ქრისტიანებისათვის“.
თუმცაღა ორივე ორგანიზაციას მკაცრი შეზღუდვები აქვს დაწესებული (მათ შორის იმაზეც, თუ რა იქადაგება), მილიონობით ქრისტიანი არალეგალურ იატაკქვეშა ეკლესიებში იკრიბება. ხშირად შეხვედრები ტარდება სახლებში ან დაქირავებულ შენობებში.