ჯონ მაკარტური, ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი, რომელმაც ევანგელისტ მქადაგებელთა მრავალ თაობაზე მოახდინა დიდი ზეგავლენა, 14 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ფილტვების ანთების შედეგად.
ჯონ მაკარტურის მიერ დაარსებულმა მსახურებამ, Grace to You, სოციალურ ქსელში დაწერა: „გულები დამძიმებული გვაქვს, თუმცა ვხარობთ, რაკი გიზიარებთ ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ ჩვენი საყვარელი ხუცესი და მასწავლებელი, ჯონ მაკარტური, მხსნელის თანდასწრებაში შევიდა. მან ერთგულად გაირბინა თავისი სარბიელი“.
მაკარტური 1956 წელს დაარსებული ეკლესიის Grace Community Church ხუცესი (კალიფორნია, სან ველი) გახდა 1969 წელს და 56 წლის განმავლობაში სამი ათასზე მეტი ქადაგება წარმოთქვა. 1997 წელს გამოაქვეყნა მაკარტურის სასწავლო ბიბლია მუხლების განმარტებებითა და მნიშვნელოვან მოძღვრებათა ჩამონათვალით. გარდა ამისა, მას დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს ახალი აღთქმის კომენტარები 34 ტომად. ჯონ მაკარტური ავტორია ოთხასზე მეტი წიგნისა და სასწავლო სახელმძღვანელოსი, მათ შორისაა „იესოს სახარება“ და „საკმარისობა ქრისტეში“, რომლებიც ოც ათეულზე მეტ ენაზეა თარგმნილი.
ჯონ მაკარტური, რომელიც 1939 წლის 19 ივნისს დაიბადა, მეხუთე თაობის მქადაგებელია. მას დარჩა მეუღლე, ოთხი შვილი, 15 შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი.