8 აპრილს ისრაელში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. ყოველწლიურად, ამ დღეს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მთელი ისრაელის მასშტაბით მოძრაობა 2 წუთით ჩერდება.
ამ დროის განმავლობაში ქვეყნის ყველა ქალაქში სირენის ხმა ისმის, რა დროსაც ავტომობილები და ფეხით მოსიარულეები მოძრაობას წყვეტენ და ჰოლოკოსტის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას პატივს მიაგებენ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლოკოსტის დროს ნაცისტურმა გერმანიამ ევროპის მასშტაბით 6 მილიონი ებრაელი გაანადგურა, მათ შორის 1.5 მილიონი ბავშვი.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 27 იანვარს აღნიშნავს.