ებრაული მედიასაშუალება The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის მთავრობამ კოვიდპასპორტები წარმოადგინა. „მწვანე საშვს“ ყველა ის ადამიანი მიიღებს, ვისაც კოვიდ-19-ის ვაქცინა აქვს გაკეთებული ან ვირუსი აქვს გადატანილი.
კოვიდპასპორტიან მოქალაქეებს სპორტულ დარბაზებში, სავაჭრო ცენტრებში, ბიბლიოთეკებში, გამოფენებზე, აუზებსა და სხვა საჯარო სივრცეებში სიარულის უფლება მიეცემათ.
პასპორტების დარიგება 21 თებერვლიდან დაიწყება. მოქალაქეებს საშვის მისაღებად სამსაფეხურიანი პროცედურის გავლა მოუწევთ. ბიზნესსექტორს კი მკაცრი გაფრთხილება ეძლევა ხელისუფლების მხრიდან, რომ ზედმიწევნით აკონტროლონ, აქვთ თუ არა მათი სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კოვიდპასპორტი.
ხელისუფლების ცნობით, პასპორტების გაყალბების მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.