ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

3 პაკისტანელი ქრისტიანი ღვთის გმობის ბრალდებით დააპატიმრეს

by ნატალია ჩიქოვანი 15 იანვარი, 2021
15 იანვარი, 2021 383 ნახვა

3 პაკისტანელ ქრისტიანს ბრალად სდებდნენ ღვთის გმობას ყურანის გვერდების დაწვისთვის. პაკისტანში ღვთის გმობისთვის სასჯელი სიკვდილით დასჯაა. პენჯაბის პროვინციის ნაროვალის რაიონში მცხოვრები მუსლიმანების თქმით, ქრისტიანებმა შეურაცხყვეს მათი რელიგიური გრძნობები.

პოლიციამ მუსლიმანთა ჩვენების საფუძველზე ბრალდება წაუყენა სამ ქრისტიანს: აზემ მაჰმუდს, აბას გულშანს და ირფან სალემს. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მაჰმუდი, რომელიც პაკისტანის არმიის წევრია, ხოლო დანარჩენ ორ ქრისტიანს გირაო დააკისრა.

25 დეკემბერს, საშობაო წირვის დასრულების შემდეგ, როდესაც გაერთიანებული პრესვიტერიანული ეკლესია საზეიმო მსვლელობას მართავდა, პოლიციელები მივიდნენ და განაცხადეს, რომ მიიღეს საჩივარი ქრისტიანების მიერ ყურანის ფურცლების დაწვის შესახებ.

მუსლიმანებმა პოლიციას ნაცრის გროვა აჩვენეს, რომელშიც ლურჯი საფოსტო ყუთის ნაგლეჯები მოჩანდა. ეს ყუთი ყურანის ფურცლების შესაგროვებლად იყო მიკრული კედელზე. ადგილობრივმა ილიას მასიჰმა განუცხადა პოლიციას, რომ მან ხანძრის გარშემო რამდენიმე ახალგაზრდა ნახა, მაგრამ ვერ დაინახა მათი სახე სქელი კვამლის გამო.

იმავე დღეს, მეჩეთთან, პარასკევის ლოცვის შემდეგ, სოფელში შეიკრიბა გაბრაზებულ მაჰმადიანთა ბრბო, რომელიც ირგვლივ მდებარე სოფლებიდან ითხოვდა ყველა ქრისტიანის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას, რასაც მოჰყვა კიდეც 3 ქრისტიანის დაკავება. ადგილობრივი მორწმუნეები ვარაუდობენ, რომ პოლიციამ აიძულა ილიას მასიჰი, „ამოეცნო“ ხანძრის მონაწილე ახალგაზრდები.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გმობა კვლავაც გამოიყენება, როგორც მარტივი იარაღი ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მათ დასაპატიმრებლად.“ – თქვა ნასირ საიდმა, ორგანიზაცია CLAAS-ის დიდი ბრიტანეთის დირექტორმა.

ICC-ის თანახმად, პაკისტანში ღვთის გმობის ბრალდებით, სულ მცირე, 24 ქრისტიანი იმყოფება პატიმრობაში.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები