უამრავი ადამიანი ონლაინრეჟიმში დაესწრება ღვთისმსახურებებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა აკრძალეს ათზე მეტი ადამიანის შეკრება კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. სატელევიზიო არხი „FoxNews“-ი უფასოდ გადასცემს ღვთისმსახურებებს ონლაინრეჟიმში.
აი, იმ ღვთისმსახურებათა ჩამონათვალი, რომლებსაც შეგიძლიათ, თვალი მიადევნოთ ონლაინ:
ევანგელისტური
ჯენტეზენ ფრანკლინის ღვთისმსახურება, რომელსაც 1.1 მლნ. ნახვა ჰქონდა გასულ კვირას.
ჯოელ ოსტინის ლეიკვუდის მეგაეკლესია, რომელიც 52 ათასი წევრისგან შედგება. კვირას 4.51-მა მილიონმა ადამიანმა უყურა ღვთიმსახურებას.
დრ. რობერტ ჯეფრესის ქადაგება, რომელიც დალასში არსებული „პირველი ბაპტისტური ეკლესიის“ ხუცესია. ეკლესიის არსებობის 152 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მრევლი ეკლესიის შენობაში არ იკრიბება.
იუდა სმიტის ეკლესია „Churchome“, რომელიც სიეტლსა და ლოს-ანჯელესში მდებარეობს.
ჯოზეფ პრინსის „ახალი ქმნილების ეკლესია“ სინგაპურში, რომელიც 33 ათასი წევრისაგან შედგება.
ლევი ლუსკო, „ახალი სიცოცხლის ეკლესია“.
ედ სტეტჩერი, ჩიკაგოში არსებული მუდის ეკლესიის ხუცესის ქადაგება.
ასევე, ჰილსონგის ეკლესია (ავსტრალია, სიდნეი), ამაღლების ეკლესია (შარლოტი); „გეითვეის“ ეკლესია (ტეხასი, დალასი); ბეთელის ეკლესია (კალიფორნია, რედინგი) და ასე შემდეგ.
კათოლიკური
ასევე, ნიუ-იორკის არქიეპისკოპოსმა ტიმოთე კარდინალ დოლანმა ჩაატარა მესა წმ. პატრიკის საკათედრო ტაძარში.
ებრაული
ჯეფრი მაიერსმა, რომელიც პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში არსებული „სიცოცხლის ხის სინაგოგის“ რაბინია, პარასკევს საღამოს და შაბათს დილით ჩაატარა ღვთისმსახურება.