დევნილ ქრისტიანთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა მდგომარეობა მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო უარესდება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. ინფორმაციას ავრცელებს ის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაში მოქმედებს.
ორგანიზაცია „Open Doors“ იტყობინება, რომ სულ მცირე, 25 ქვეყანაში სასტიკად იდევნებიან ქრისტიანები.
„მათი მდგომარეობა ცუდიდან უარესისკენ იცვლება. ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი და ირანი, ქრისტიანები მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მოღალატეებად და ურჯულოებად ითვლებიან და ამ პანდემიის პირობებში ქრისტიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება.“ ‒ აცხადებს დევიდ კერი, ორგანიზაცია „Open Doors“-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ასეთ ქვეყნებში ქრისტიანები დისკრიმინაციას განიცდიან და ხშირად უარს იღებენ საკვების გაცემასა და სამედიცინო მომსახურებაზე.
P.S. გთხოვთ, ილოცოთ დევნილ ქრისტიანთათვის, მათ ახლა ჩვენი ლოცვითი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.