არიზონის შტატში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ ზეცაში იყო და შეხვდა იესო ქრისტეს მას შემდეგ, რაც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის შეტევის შემდეგ.
2018 წლის 12 თებერვალს ტინა ჰაინსს გულის შეტევა დაემართა და უგონოდ დაეცა ძირს. მისი ქმარი იხსენებს, რომ ტინას მოლურჯო ფერის ცხედარი მიწაზე უსულოდ იწვა და ამაოდ ცდილობდნენ პულსის პოვნას სასწრაფო დახმარების მოსვლამდე.
ქალი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში. სასწრაფო დახმარების მანქანაში მისი გულის ამუშავებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ის დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო უგონოდ. მეგობრები და ოჯახის წევრები საავადმყოფოს მოსაცდელ ოთახში ლოცულობდნენ ტინასთვის.
„ეს იყო სასოწარკვეთილების ლოცვა. ღმერთს ვუთხარი: წაიღე ყველაფერი ჩემი ცხოვრებიდან და დამიბრუნე ტინა.“ – იხსენებს ბრაიანი.
20 წუთის შემდეგ, ექიმებმა მოახერხეს დეფიბრილატორის დახმარებით გულის ამუშავება, თუმცა ტინას მეუღლეს უთხრეს, რომ თუ ქალი გადარჩებოდა, ტვინი დაზიანებული დარჩებოდა, რადგან გულის შეტევის გამო ტვინი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჟანგბადის მიწოდების გარეშე. ექიმის თქმით, ადამიანთა უმეტესობა კვდება 5-10 წუთის შემდეგ, რაც ტვინი უჟანგბადოდაა დარჩენილი.
მიუხედავად ყველაფრისა, მეორე დღეს ექიმებმა სასუნთქი აპარატი მოხსნეს ტინას, ხოლო ოთხი დღის შემდეგ გაწერეს საავადმყოფოდან. ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო. ამის შემდეგ ტინამ უამბო ოჯახის წევრებს, რომ იესო ქრისტე იხილა პირისპირ: „წარმოუდგენელი სიმშვიდე დამეუფლა, როცა ხელებგაშლილი, დიდებით მოსილი ქრისტე დავინახე.“
დღეს ტინა ემზადება იმისათვის, რომ მარათონის ნახევარი გზა გაირბინოს, ის სრულიად ჯანმრთელია: „ღმერთი რეალურია ჩემს ცხოვრებაში. იესო ქრისტე რეალურია. ზეცა რეალურია. ვიცი, რომ ღმერთს შეუძლია – ნებისმიერი სიტუაცია გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩამოგვაყალიბოს ისეთ ადამიანებად, როგორებიც უნდა ვიყოთ ქრისტეში.“