მსოფლიოში ცნობილმა ევანგელისტმა მქადაგებელმა, ფრანკლინ გრემმა, საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ მადლობა გადაუხადა მორწმუნეებს ლოცვისთვის. 69 წლის მქადაგებელს გულის პერიკარდიტი (გულის გარეთა გარსის ანთება) განუვითარდა, რის გამოც ოპერაცია გახდა საჭირო.
ორშაბათს მას ქალაქ როჩესტერში, „მაიოს“ კლინიკაში ჩაუტარდა გულის ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემი ექიმების თქმით, უნდა ველოდო სრულ გამოჯანმრთელებას და მალე შევძლებ, დავუბრუნდე ჩემი მსახურების ჩვეულ გრაფიკს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, ვიქადაგო მთელ მსოფლიოში 2022 წლის განმავლობაში. ვაფასებ ყველას ლოცვას.“ – წერს ფრანკლინ გრემი.
შეგახსენებთ, რომ ფრანკლინ გრემი ასევე გახლავთ ორგანიზაცია „სამარიტელის ქისისა“ და „ბილი გრემის ევანგელური ასოციაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ფრანკლინ გრემი დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირი გახლდათ და მისი პრეზიდენტობის დროს ორგანიზაცია „სამარიტელის ქისა“ Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩაბმული არა მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში. ის ხსნიდა საველე საავადმყოფოებს იქ, სადაც საჭიროება იყო და ინვენტარით ამარაგებდა მათ. გრემის თქმით, თუ ბაიდენი მიმართავს მას დახმარებისთვის, ის მზადაა, კვლავ დაეხმაროს სახელმწიფოს, მათ შორის ვაქცინაციის წარმართვაშიც.
ფრანკლინ გრემი 2014 წელს „იმედის ფესტივალის“ ფარგლებში საქართველოშიც იმყოფებოდა.