2021 წლის 30 ნოემბერს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ქრისტიანი, სახარების რწმენის ეკლესიის ღვთისმსახური – ხეთაგ (ფეოდორ) მელაძე.
ის ერთ-ერთი იმ მორწმუნეთაგანია, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მიერ ხშირად გამხდარა დევნის ობიექტი. გორში, მის სახლში, მორწმუნეები ეკლესიად იკრიბებოდნენ. ამის გამო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა დაუპირისპირდა მას. აღნიშნული მიზეზით, ფეოდორს ხშირად იბარებდნენ დაკითხვებზე და უფლებებს უზღუდავდნენ.
1967 წელს იგი რწმენის გამო გაასამართლეს და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„ქრისტიანული არხი“ მწუხარებას გამოთქვამს ღვთისმსახურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.