სემ ჩაილდერსი – გასაოცარი ბედის მქონე ადამიანი. იგი იყო პიროვნება, რომელიც ბოლომდე დაეცა უზნეობის ფსკერზე. სწორედ ეს ადამიანი გარდაიქმნა რწმენის მამაკაცად.
1962 წელს სემ ჩაილდერსი ჩრდილოეთ დაკოტაში დაიბადა. მას არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა, რადგან 11 წლიდან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი გახლდათ. მოზარდობის პერიოდში ჩაილდერსმა მისწრაფება გამოიჩინა სიგარეტის, მარიხუანის, ალკოჰოლისა და ჰეროინის მიმართ, რამაც ის დამოკიდებულ ადამიანად აქცია. გარდა ამისა, ვაჭრობდა ნარკოტიკებით და ინტერeსს იჩენდა მოტოციკლების მიმართ, რამაც კანონგარეშე ცხოვრებამდე მიიყვანა.
ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, სემის მეუღლემ ლინ ჩაილდერსმა მოინანია წარსული ცხოვრება და იესო ქრისტე მიიღო თავის უფლად და მხსნელად. ის ლოცულობდა თავის მეუღლეზე და ქრისტეს შესახებ უყვებოდა მას. ლინის დაჟინებულობამ შედეგი გამოიღო.
1992 წელს სემმა ქრისტიანობა მიიღო. მან უარი თქვა ნარკოტიკებზე, ააშენა სამლოცველო სახლი და მქადაგებელიც გახდა, ასევე გახსნა წარმატებული სამშენებლო კომპანია პენსილვანიის შტატში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
1998წელს. სემა გაიგო, რომ უგანდაში (აფრიკა) სჭირდებოდათ მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ სოციალური პროექტების განხორციელებაში.
სემმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფრიკაში წასულიყო და სოციალური პროექტის განხორციელებაში მიეღო მონაწილეობა, რომელიც უსახლკაროთათვის იყო განკუთვნილი.
მას ძალიან შეზღუდული გრაფიკი ჰქონდა, ამიტომ სემმა თავისი მოგზაურობისათვის 5 კვირა გამოყო, რის შემდეგაც უკან უნდა დაბრუნებულიყო შტატებში, რათა გაეგრძელებინა თავისი ბიზნესი.
აფრიკაში ის გახდა მოწმე, თუ როგორ წვავდა სოფლებს კრიმინალური დაჯგუფება, სახელწოდებით “LRA”. ისინი ადამიანებს ჩეხავდნენ ნაწილებად, იტაცებდნენ ბავშვებს და მკვლელებად ზრდიდნენ.
ამის შემხედვარე სემმა ვეღარ შეძლო დაბრუნებულიყო ამერიკაში, მას გაუჩნდა სურვილი აფრიკელ ბავშვებს დახმარებოდა.
სემმა გაყიდა თავისი ბიზნესი და თავისი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმო აფრიკელ ბავშვებს უგანდასა და ჩრდილოეთ სუდანში.
მან იქ დააარსა მსახურება „აღმოსავლეთ აფრიკის ანგელოზები“ (Angels of East Africa).
მან ააშენა ბავშვთა თავშესაფარი, სადაც ერთდროულად 170 ბავშვს შეუძლია ცხოვრება.
თავისი მსახურებით სემი 2000 ბავშვს დაეხმარა.
დროდადრო სემი აწყობს რეიდებს კრიმინალთა დაჯგუფებების წინააღმდეგ, რათა გაათავისუფლოს მძევალი ბავშვები. მას არაერთხელ მოუწია ხელში იარაღის აღება ბავშვების დასაცავად, რის გამოც მას შეარქვეს მქადაგებელი ტყვიამფრქვევით.
P.S სწორედ მის ცხოვრებაზეა გადაღებული პოპულარული ფილმი სახელწოდებით მქადაგებელი ტყვიამფრქვევით, სემის როლს კი მსახიობი ჯერარდ ბატლერი ასრულებს.
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მისი სამლოცველო სახლის ვებგვერდიც: Machinegunpreacher.org