ცნობილი ღვთისმსახური და ქრისტიანული წიგნების ავტორი ტიმ კელერი აცხადებს, რომ ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება, ვინც მის გამო, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნისგან განკურნებისთვის, ლოცულობდა.
კელერი, ნიუ-იორკის პრესვიტერიანული ეკლესიის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მისი ონკოლოგის თქმით, გამოკვლევების პასუხები დადებითი და საკმაოდ გამამხნევებელია. სიმსივნური წანაზარდი დაპატარავებულია. ის საფრთხეს აღარ წარმოადგენს; თუმცა ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ქიმიოთერაპიას, რათა ბოლომდე გაქრეს სიმსივნე.
„ამ განსაცდელმა მე და ჩემი მეუღლე უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთთან და მოგვცა საშუალება, გვეძებნა მისი სახე ისე, როგორც არასდროს. მან უფრო მეტად განგვაცდევინა ღვთის თანდასწრების სიხარული, მოგვცა მეტი თავისუფლება იმ ცოდვათაგან, რომლებიც მუდმივად იყო ჩვენ გარშემო. ახლა უფრო ახლოს ვართ მის სიტყვასთან და პასუხებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვეძებდით, სწორედ ახლა ვპოულობთ. ეს დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის ‒ როგორც გონებრივი, ისე ემოციური თვალსაზრისით. ეს იყო პერიოდი, როდესაც სიკვდილის პირისპირ აღმოვჩნდი და არ ვიცოდი, გავიმარჯვებდი თუ არა სიმსივნეზე; არ ვიცოდი, რა ჰქონდა ღმერთს ჩაფიქრებული. კვლავაც მთელი მოწიწებით გთხოვთ, გააგრძელოთ ჩვენთვის ლოცვა; მჯერა, რომ თქვენს ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. დიდი მადლობა!“ − ამ თხოვნით მიმართა ხალხს კელერმა.
შეგახსენებთ, რომ ღვთისმეტყველსა და ბესტსელერების ავტორს, ტიმ კელერს რამდენიმე თვის წინ კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. მან სთხოვა ქრისტიანებს, ელოცათ მისთვის, რათა ამ განსაცდელის მეშვეობით გამოვლენილიყო ღმერთის ძალის ძლიერება საკუთარ და სხვათა ცხოვრებაში.