რამდენიმე კვირის წინ ხუცესსა და ქრისტიანული წიგნების ავტორს, მაქს ლუკადოს, გულმკერდის აორტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად ხუცესმა ლუკადომ მოკლედ ისაუბრა და ლოცვითი მხარდაჭერა ითხოვა.
„რამდენიმე კვირის წინ აორტის ანევრიზმა დამიდგინეს. თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა საჭიროა მისი კონტროლქვეშ აყვანა. ჩვენ პერიოდულად დავაკვირდებით, გაიზრდება თუ არა ანევრიზმა ზომაში, და თუ გაიზრდება – რამდენით. მინდა გთხოვოთ, ილოცეთ, რომ უფალმა თავისი სრულყოფილი გეგმა აღასრულოს ჩემზე. მადლობას ვუხდი ღმერთს იმ ექიმებისთვის, რომლებიც ჩემზე ზრუნავენ, ისინი მართლაც ძლიერი პროფესორები არიან. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ ვაგრძელებ ჩემს მსახურებასა და საქმიანობას. მთლიანად ვენდობი ზეციერ მამას და მის ნებას ჩემს ცხოვრებაში. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ლოცვითი მხარდაჭერისთვის! პერიოდულად, აუცილებლად შეგატყობინებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას პირად ვებგვერდზე – maxlucado.com. ღმერთმა გაკურთხოთ! დაე, ვენდოთ მას ყოველივეში!“ – თქვა მან.