44 წლის ქრისტიანი რეპერი, რომელმაც 2013 და 2015 წლებში „გრემი“ მოიპოვა, კვირას, 4 თებერვალს, დააჯილდოვეს „Church Clothes 4“ და „Your Power“-ის შესრულებისთვის. ამ ჯილდოების მიღების შემდეგ, მის მიერ მოპოვებული „გრემის“ რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.
ლეკრაემ თავისი უახლესი ჯილდოები კვირას ეროვნული სატელევიზიო გადაცემის წინ გამართულ ცერემონიაზე მიიღო. მან ისაუბრა თავისი რწმენის შესახებ ორივე ჯილდოს მიღების დროს და ასევე დაასახელა დედა და ქალიშვილი, რომელთაგანაც უკანასკნელი შეუერთდა ლეკრაეს სცენაზე ლოს-ანჯელესში.
„ღმერთის ანაბეჭდი არის თითოეული თქვენგანის ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, წაიღებ თუ არა სახლში ჯილდოს, გახსოვდეს, საოცრად ხარ შექმნილი. შენ შექმენი ეს მუსიკა არა ჯილდოს მოსაპოვებლად, არამედ იმისთვის, რომ გავლენა მოახდინო სამყაროზე იმ ნიჭით, რომელიც ღმერთმა შენში ჩადო. არასოდეს დაივიწყო ეს“. – თქვა ლეკრაემ სიტყვით გამოსვლისას სხვა დამსწრე მუსიკოსების მისამართით.
თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეკრაემ პირველად მოიპოვა „გრემის“ ჯილდო. იგი 2015 წელს დაჯილდოვდა სიმღერისთვის „Messengers“, რომელმაც „გრემის“ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში „წლის საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული მუსიკა“. 2013 წელს კი გადაეცა ჯილდო საუკეთესო გოსპელ ალბომისთვის „Gravity“.
„მე პატივი უნდა მივაგო უფალ იესოს, რომელიც ყველაფერია ჩემთვის; რომელმაც შესაძლებლობა მომცა, საკუთარი შემოქმედებით მეთქვა ჩემი სათქმელი. მიყვარხართ ყველა. ღმერთმა დაგლოცოთ!“ – განაცხადა ლეკრაემ.
„კიდევ ორი თასი შთამომავლებისთვის გადასაცემად. მადლობელი ვარ! შესაძლოა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ მე არ ვზეიმობ, მაგრამ მე ვზეიმობ იმას, თუ რამდენად ერთგულია ღმერთი. ვზეიმობ, რომ ამდენი განსაცდელის, წარუმატებლობისა და ტკივილის შემდეგ… ის მაინც მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩემს გამოყენებას თავისი საქმისთვის. მიხარია, რომ ჩემი ქალიშვილი ამ ისტორიის ნაწილი გახდა. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იყო ჩემი თანაზიარი; გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ გარეშე არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ. ეს ეხება ყველა ბავშვს, რომელთაც არ რცხვენიათ, რომ უყვარდეთ იესო და სურთ ამის გამოხატვა არასტანდარტული გზებით. ღმერთი ხედავს ამ ყოველივეს, თუნდაც სამყარომ არ დაინახოს. და ზოგჯერ სამყაროც ხედავს ამას…“ – ვკითხულობთ ლეკრაეს „ფეისბუკგვერდზე“.
ლეკრაე იღებს ჯილდოს საუკეთესო თანამედროვე ქრისტიანული სიმღერის, „Your Power“-ის შესრულებისთვის, 66-ე, „გრემის“ ყოველწლიური დაჯილდოების დროს, კვირას, 2024 წლის 4 თებერვალს, ლოს-ანჯელესში.
ლეკრაე ქალიშვილთან ერთად „გრემის“ დაჯილდოებაზე.