
ხსნის არმიის შესახებ
ხსნის არმია არის ქრისტიანული ეკლესია, საერთაშორისო რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაცია. მსოფლიო მასშტაბით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი არის მისი ნაწილი. ესენი არიან: ჯარისკაცები, ოფიცრები, არმიის მხარდამჭერები.
ხსნის არმიის დამფუძნებლების სწრაფვა იყო, ღარიბი, დაუცველი და მშიერი მოსახლეობისთვის მოეტანა მატერიალური და სულიერი დახმარება. დღეს არმია განაგრძობს თავის ჩვეულ საქმიანობას, ის მუშაობს მსოფლიოს 127 ქვეყანაში.
ქრისტიან მორწმუნეებს აქვთ საშუალება მივიდნენ მსახურებაზე და თაყვანი სცენ ღმერთს. მსახურება მოიცავს ლოცვას, სიმღერას (გალობა),… ქადაგებას.
დღეს ხსნის არმიის მუშაობა მრავალფეროვანია, მას აქვს საქველმოქმედო ცენტრები, თავშესაფრები უსახლკაროთათვის, სხვადასხვა სახის პროგრამები ბავშვებისთვის და ხანდაზმულთათვის, ჰუმანიტარული დახმარება, ასევე დახმარება საგანგებო სიტუაციების დროს.
ხსნის არმიის მრწამსი შეესაბამება ქრისტიანულ რწმენას, რომელიც დაფუძნებულია ბიბლიურ სწავლებაზე.